რუმიფოსი / Rumifos

რუმიფოსი
იმუნიტეტის გამაძლიერებელი, პროდუქტიულობის ასამაღლებლი და სულადობის შემანარჩუნებელი საშუალება,  გამოიყენება მეცხოველეობაში,  მეფრინველეობასა  და მეთევზეობაში

მწარმოებელი კომპანია:  შპს "ბიოტეკსი", საქართველო

 

I.    ზოგადი ცნობები


1.    საკვები  დანამატი, <<რუმიფოსი>> (Rumifos) - წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც მიღებულია მცენარეული ნედლეულის ენდემური კულტურების (ხორბალი, შვრია, ქერი, სიმინდი) ექსტრაქციის გზით. პროდუქტის მიღების უნიკალური ტექნოლოგია (მოდიფიცირებულ გარემოში მშრალი გადადენისა და სხვადასხვა ფრაქციების შერჩევის მეთოდი) შემუშავებულია ბიორაციონალური ტექნოლოგიების ცენტრის(BrTRC)  ბაზაზე. საკვები დანამატი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს, ქიმიური დანამატებს, არა პათოგენური და არატოქსიკურია. 
        2. გარეგნული აღწერილობით წარმოადგენს მუქი ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარს.

        3.დაფასოებულია 50, 100, 250, 500 მლ, 1ლ და 5ლ გაუმჭვირვალე პლასტიკურ ფლაკონებში; 2 და 5 მლ-იან  მინის ამპულებში
დაფასოების ყველა ერთეულს უკეთებენ მარკირებას,  მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისი მისამართი და სავაჭრო ნიშანი, ასევე საკვები დანამატის სავაჭრო დასახელება ქართულ და ლათინურ ენაზე, საკვები დანამატის შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, წარწერა “გამოიყენება ვეტერინარიაში“ პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია 
     ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, 5-დან 25 °С ტემპერატურაზე 
     ვარგისობის ვადა - 2 წელი დამზადების დღიდან.
     ვადის გასვლის შემდეგ საკვებ დანამატის გამოყენება აკრძალულია




II.    ბიოლოგიური თვისებები


       4. საკვები დანამატის  შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებათა კომპლექსი(ფიტობიოტეიკები), სრულად ანაცვლებს საკვებში საკვები ანტიბიოტიკების გამოყენების მოთხოვნებს. ამის გამო გამოირიცხება ანტიბიოტიკების  მოხვედრა მეცხოველეობის პროდუქტებში, იზრდება ცხოველთა პროდუქტიულობა  და მიიღწევა წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი. საკვები დანამატი ავლენს ანტიმიკრბულ აქტივობას Staphylococcus aureus,  Bacillus subtilis,  Escherichia coli, Candida albicans მიმართ. 
        5. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სინერგიზმი, რომელიც ეფექტური რაოდენობით შედის საკვები დანამატის შემადგენლობაში(ფერმენტები, კოფერმენტები, პოლიფენოლური ნივთიერებები, ფლავონოიდები, მონო და დისაქარიდები) აძლიერებს ცხოველის  იმუნურ სისტემას, ზრდის ცოცხალი მასის ნამატს, უზრუნველყოფს სულადობის გადარჩენასა და საკვები ნივთიერებების ათვისებადობის მაღალ დონეს, იცავს ინფექციური დაავადებებისაგან, არეგულირებს pH-ს, თრგუნავს პათოგენური ორგანიზმების ზრდას, ააქტიურებს და აღადგენს ნაწლავების ბუნებრივ მიკოლოფლორას (ბიფიდობაქტერიები, პროპიონმჟავა ბაქტერიები), ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ააქტიურებს ვიტამინების პროდუცირებას. 
       “რუმიფოსი“ ახდენს ძვალ-კუნთოვანი მასის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორთა ინტენსიფიცირებას, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას. 
       6.    საკვები დანამატი “რუმიფოსი“-ს გამოყენებით:
       •    იზრდება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საერთო სულადობა 
       •    მცირდება საკვების დანახარჯი პროდუქციის ერთეულზე, ამასთან უმჯობესდება კანის, ტყავის, მატყლის, ბეწვის, ხორცის ხარისხი და მისი საგემოვნო თვისებები. 
       •    აღადგენს ფაშვისა და ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას, ბიომასა იზრდება 16%-ით;
       •    იზრდება საშუალო დღიური წონამატი 15-25%-ით
       •    იზრდება ხორცის  ხარისხის მახასიათებლები, მარმარილოსებურობა 11.5%-ით, ამცირებს თავისუფალ ტენს 4,2%-ით, ზრდის შებოჭილს ტენს 3,4%-ით, ხორცის კალორიულობას 3,4%-ით და ამით აუმჯობესებს ტექნოლოგიურ და გემოვნებით მაჩვენებლებს.
       •    კვერცხმდებლობა იზრდება 7-15%-ით;


III. გამოყენების ჩვენებები და დოზირება


       7.  საკვები დანამატი “რუმიფოსი“ გამოიყენება მეცხოველეობაში, მეფრინველეობასა და მეთევზეობაში  როგორც სულადობის შემანარჩუნებელი, პროდუქტიულობის ასამაღლებლი და ზრდის მასტიმულიერებელი საშუალება, გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, მაღალპროდუქტიული ფურების პროფილაქტიკისათვის კეტოზების წინააღმდეგ, ასევე კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების (ენტერიტებით ან საკვებით გამოწვეული დიარეების) და დისბაქტერიოზის დროს, ცოცხალი მასის ზრდის, საკვების კონვერსიის შემცირებისათვის, საკვების ათვისების პრობლემებისას ასხლეტამდე და მის შემდეგ პერიოდში, გინეკოლოგიური დაავადებებისა და მშობიარობის შემდეგ მასტიტების პროფილაქტიკისათვის.
      8.  საკვები დანამატი “რუმიფოსი“ მიიღება სასმელ წყალთან ან საკვებთან (ფხვიერ და გრანულირებულ საკვებთან) ერთად, ყოველდღიურად.
      -    სასოფლო სამეურნეო ცხოველებს: 0,1მლ 100კგ  ც. წ-ზე, დღეში ერთჯერ.
      -    მსხვილფეხა პირუტყვს, მერძეულს: 0.05-0,07მლ/100კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ; 
                            მეხორცულს: 0,1მლ/100კგ ც. წ-ზე. დღეში ერთჯერ;
      -    ცხენებს: 0,05 - 0,075 მლ/ 100 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთჯერ;
      -    ფრინველებს: 0.001 მლ 1 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ერთჯერ; 
      -    სულადობის შენარჩუნების გასაუმჯობესებლად: 0,1მლ 100კგ ც.წ-ზე,დღეში ერთჯერ;


        საკვებში შესაყვანი დოზები:






       9.    განსაკუთრებული მითითებები: რეკომენდებულია გამოსაყენებლად მსხვილფეხა პირუტყვის მშრალობის პერიოდში, ენერგიის დეფიციტის დროს (უკმარისობისას).
      10.    თავსებადია საკვებში შემავალ ყველა ინგრედიენტებთან, სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა საკვებდანამატებთან.
      11.     გვერდითი მოვლენები და გართულებები საკვებდანამატის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გამოვლენილი არ არის. 
      12.    სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველისა და თევზის პროდუქცია საკვებდანამატის გამოყენების შემდეგ გამოიყენება სასურსათო მიზნებისათვის შეზღუდვების გარეშე.



IV. პირადი პროფილაქტიკა


      13.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც საკვებდანამატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
      14.    შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

ინსტრუქცია შემუშავებულია შპს "ბიოტეკსის" მიერ

მწარმოებელი ორგანიზაციის მისამართი: შპს "ბიოტეკსი" საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ.#8

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ