მეტრონიდაზოლი / Metronidazol

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ფრინველი.

 

მწარმოებელი ქვეყანა:  ბიოტეკსი, საქართველო.

 

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: მეტრონიდაზოლს 250 მგ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

ღორი - ბალანტიდიოზი და დიზენტერია;
ფრინველი - ჰისტომონოზი;
მსხვილფეხა პირუტყვი - ტრიქომონოზი.

 

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზირება


მიიღება პერორალურად შემდეგი დოზებით:

 

მსხვილფეხა პირუტყვი: 1 ტაბლ. 25კგ ც.წ-ზე 2-ჯერ დღეში, 3-4 დღის განმავლობაში;

ღორი: 1 ტაბლ. 25კგ ც.წ-ზე, ბალანტიდიოზის სამკურნალოდ 2-ჯერ დღეში, 3 დღის განმავლობაში, დიზენტერიის სამკურნალოდ 1-ჯერ დღეში, 4 დღის განმავლობაში;

ფრინველი: 6 ტაბლეტი (დასრესილი) 1 კგ საკვებში შერევით, დღეში ერთჯერ.

 

შენახვის პირობები

 

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის  ვადა:  2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ