წამლის ფორმა: გასაბანი ხსნარი, ემულსიური კონცენტრატი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ექტოპარაზიტული, ინსექტოაკარიციდული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, ღორი.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს 0,05 მლ დელტამეტრინს.
გამოშვების ფორმა: 1მლ და 5მლ ამპულა მოთავსებული პოლიეთილენის ბლისტერზე და მუყაოს კოლოფში.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოიყენება, როგორც ექტოპარაზიტიული საშუალება ტილების, რწყილების, ბალნიჭამიების, იქსოდური ტკიპებისა და მუნის ტკიპების წინააღმდეგ. გამოყენების წინ პრეპარატს აუცილებლად განაზავებენ გრილი წყლით. მოკლებეწვიანი ჯიშის ცხოველებს შეასხურებენ პრეპარატის წყალხსნარს, გრძელბეწვიანებს – ასველებენ ღრუბელის მეშვეობით. დაასველეთ ცხოველის ბეწვი და აცადეთ გაშრობა პრეპარატის ჩამობანის გარეშე. პრეპარატის გამოყენების თანმიმდევრობა: ყურის ნიჟარები, თავი, ტანი, კუდი, ანალური ხვრელის მიდამო, კიდურები. პრეპარატის მუშა ემულსიას ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ შემდეგი კონცენტრაციებით:
1 დოზა 4 ლ წყალზე, განმეორებით ცხოველს ამუშავებენ 1 თვის შემდეგ - 1 დოზა 1,3 ლ წყალზე. განმეორებითი დამუშავება (პირველი გამოყენების შემდეგ) ტარდება 2 კვირაში, შემდეგ კი ჩვენებების მიხედვით - 1 დოზა 1ლ წყალზე. ამუშავებენ დაზიანებულ უბანს და მის გარშემო 1-2სმ ჯანმრთელ კანს. დამუშავებას იმეორებენ 10-12 დღეში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.