წამლის ფორმა: ზეთოვანი სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ამოქსიცილინს 25 მგ, კლოქსაცილინს 25 მგ.
გამოყენების ჩვენებები
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა - სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ჩხიროვანი ბაქტერიებით, კორინებაქტერიებით და ფსევდომონადებით (ტუბერკულოზის აღმძვრელის გარდა) გამოწვეული ქრონიკული და მწვავე მასტიტი.
გამოყენების წესი და დოზირება
დასაშვებია პრეპარატის მცირედ გამყარება, მოხმარების წინ პრეპარატი შეათბეთ სხეულის ტემტერატურამდე (37oC-მდე).
მსხვილფეხა პირუტყვი: 10მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე, 12-24 სთ-ში ერთჯერ.
ცხვარი და თხა: 5მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე 12-24 სთ-ში ერთჯერ.
მშრალობის პერიოდში: 10მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე 10-14 დღის განმავლობაში ბოლო მოწველის შემდეგ. შეიყვანება სარძევე ჯირკვლის არხიდან.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 10-20°C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.