კალფოსტონიკი / Calfostonic

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინური და მინერალური კომპლექსი.


სამიზნე სახეობა: ფრინველი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი.


მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა:


ვიტამინი A  -  600000 სე; ვიტამინი D3- 200000 სე; ვიტამინი B1- 100 გ; ვიტამინი B6 - 10 მგ; ვიტამინი B12- 1.1 მგ; ვიტამინი E - 75 მგ; ვიტამინი K 3 -  25 მგ; D, L-მეთიონინი - 10 მგ; L-ლიზინი - 2.5 მგ; ნიკოტინის მჟავა - 1.25 გ; პანტოტენატ კალციუმი - 500 მგ; ქოლინ ქლორიდი -  25 გ; გენციენის ფუძე - 5 გ; კარნიტინის ჰიდროქლორიდი - 10 გ; გლუტამატის ნატრიუმი - 7.5 გ; ნატრიუმის ქლორიდი - 25 გ; მაგნიუმის კარბონატი - 5 გ; თუთიის კარბონატი - 1 გ; რკინის სულფატი - 2 გ; სპილენძის სულფატი - 500 მგ; კალიუმის იოდიდი - 180 მგ; კალციუმის კარბონატი -  443.865; დიკალციფოსფატი - 300 გ; ნატრიუმის სელენიტი - 80 მგ; არომატიზირებული შემავსებელი 1 კგ-მდე. 


გამოშვების ფორმა: 50გ პოლიეთილენის ფლაკონში და 1 კგ პოლიეთილენის პაკეტში.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება აუცილებელი ელემენტების მწვავე და ქრონიკული ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ანორექსიის, დაუბალანსებელი კვების, გამოჯანმრთელების პერიოდში დახმარების, რახიტის, ცუდი განვითარების, ტონუსის ამაღლების, მადის სტიმულირებისათვის.


მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი: ანორექსია, დაბალი პროდუქტიულობა, გამოჯანმრთელების პერიოდში ძალების აღდგენისა და რძის გამომუშავების სტიმულირება, ტონუსის ამაღლება.


ღორი და ცხენი: ანორექსია, ავიტამინოზი, გამოჯანმრთელების პერიოდში ძალების აღდგენის სტიმულირება, ტონუსის ამაღლება.
ფრინველი: ავიტამინოზი, პროდუქტიულობის სტიმულირება, გამოჯანმრთელების პერიოდში ძალების აღდგენა.


გამოყენების წესი და დოზები


ჯგუფური მკურნალობა (საკვებში შერეული):


ფრინველი: 20 – 30გ პრეპარატი 1კგ საკვებში შერეული, 10-20 დღის განმავლობაში.
სხვა ცხოველები: 20კგ პრეპარატი 1ტ საკვებში შერეული, 10-20 დღის განმავლობაში.



ინდივიდუალური მკურნალობა (დღიური დოზა ერთ ცხოველზე):


მსხვილფეხა პირუტყვი
: 100 – 200გ 15-20 დღის განმავლობაში, მოზარდებს: 40 – 50გ 15-20 დღის განმავლობაში.
ღორი და ცხენი: მაკეობის დროს 60 – 100გ 15-20 დღის განმავლობაში, მოზარდებს 10 – 15გ 15-20 დღის განმავლობაში.


შენახვის პირობები


პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-20°C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.



დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ