წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა.
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.
შემადგენლობა: 20 გ შეიცავს: ქაფურის ფხვნილს 2გ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება შინაურ ცხოველების ბურსიტების, მიოზიტების სამკურნალოდ, ასევე ძროხების მშრალობის პერიოდის დროს სუბკლინიკური მასტიტის სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 20 გ პოლიეთილენის ფლაკონში.
გამოყენების წესი და დოზირება
მალამო უნდა შეეზილოს კანის დაზიანებულ კერას და მის გარშემო ქსოვილებს ან ედება დოლბანდი სახვევის სახით. გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3 ჯერ გამოჯანმრთელებამდე.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°C-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.