შხამას ნაყენი / Tinctura Veratri

პრეპარატის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტამაზე მოქმედი საშუალება. ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ძაღლი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.

 

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: შხამას ფესვების ექსტრაქტი 100მგ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა – პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, როგორც რუმინატორული საშუალება წინაკუჭების დაავადების დროს (ქრონიკული ატონია, ტიმპანია, ფაშვის საკვებით გადავსება და სხვა).

 

ძაღლი – გამოიყენება, როგორც ამოსაღებინებელი და ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება.
გამოშვების ფორმა: 10მლ მინის გაუმჭირვალე ფლაკონი და 250მლ პოლიეთილენის ფლაკონი.


გამოყენების წესი და დოზები


შინაგანი გამოყენებისას: 

 

შხამას ნაყენი ეძლევა პერორალურად სასმელ წყალთან ერთად შემდეგი დოზებით:


მსხვილფეხა პირუტყვს - ერთჯერადად, 5-12 მლ სულზე ან 2-2,5 მლ/100კგ ც.წ.;
ცხვრებსა და თხებს - 2-4 მლ სულზე ან 0,7-0,8 მლ/10კგ ც.წ.;
ძაღლებს - 0,5-2 მლ სულზე 1-2-ჯერ დღეში გამოჯანმრთელებამდე.


ფაშვის ქრონიკული ტიმპანიის დროს ზემოაღნიშნულ დოზას ყოფენ 3 ნაწილად და აძლევენ 3 საათიანი შუალედით.

 

გარეგანი გამოყენებისას:

 

გამოიყენება გარეგანი პარაზიტების (რწყილებთან, ტილებთან, ბალნიჭამიებთან და ტკიპებთან) საბრძოლველად. ნაყენს წინასწარ ანზავებენ არაქლორირებულ წყალში (1:1), ცხოველებს შეასხურებენ ხსნარს ზურგზე ექტოპარაზიტების თავმოყრის ადგილებში, 15-20 წუთის შემდეგ დამუშავებულ ადგილს გულმოდგინებით ვარცხნიან და ბანენ საპნიანი წყლით (ან შამპუნით). განმეორებით დამუშავებას ატარებენ 8-10 დღე-ღამის შემდეგ.

 

შენახვის პირობები

 

ინახება მშრალ, ბნელ ადგილას კარგად დახურულ ჭურჭელში 18-22°C - ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ