კალფოსეტი / Calfoset

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური კომპლექსი.


სამიზნე სახეობა:   მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ღორი, გოჭი.


მწარმოებელი ქვეყანა:  კრკა, სლოვაკეთი.


შემადგენლობა


100 მლ შეიცავს: კალციუმის გლუკონატს 32,82გ, კალციუმის გლიცეროფოსფატს 8,13გ, მაგნიუმის ქლორიდს 4,18გ.


გამოყენების ჩვენებები


კალფოსეტი გამოიყენება კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ნაკლებობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის:


- ჰიპოკალციემია და მშობიარობის შემდგომი პარეზი;
- სხვადასხვა ფორმის ტეტანიები: საძოვრის ტეტანია, ტეტანია მაკეობისა და ლაქტაციის დროს;
- კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მეტაბოლიზმის მოშლა, განსაკუთრებით მაკეობის დროს;
- რაქიტი ახალგაზრდა ცხოველებში, ოსტეომალაცია ზრდასრულ ცხოველებში, ალერგია, ტოქსიკოზი, მშობიარობის შემდგომი ჰემოგლობინურია, ლაქიანი ავადმყოფობა;
- ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ჰემორაგიული დიათეზი, ჰემატურია და მიოგლობინურია;
- დამხმარე თერაპია ტყვიით, მჟაუნმჟავით ინტოქსიკაციის დროს.


დოზირება და გამოყენების წესი


მსხვილფეხა პირუტყვი (500კგ) - ვენაში, კუნთში ან კანქვეშ, 80-100 მლ.
ცხვარი, თხა – ვენაში, კუნთში ან კანქვეშ, 15-25 მლ.
ცხენი (500კგ) - ვენაში 80-100 მლ.
ღორი - ვენაში, კუნთში ან კანქვეშ, 15-25 მლ.
გოჭები - კუნთში ან კანქვეშ, 2-3 მლ.
საჭიროების შემთხვევაში 24 საათში შეიძლება დოზის გამეორება.


გამოშვების ფორმა: 50 და 100 მლ მინის ფლაკონებში.


შენახვის პირობები


ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას  +5°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე.


პრეპარატის გამოყენება დასაშვებია სტერილური ნემსით რეზინის საცობის პირველი ჩაჩხვლეტიდან 28 დღის განმავლობაში.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ