ვიტამინი AD3E

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინების კომპლექსი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ხბო, ღორი, გოჭი, ცხვარი, თხა.


მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.


შემადგენლობა


ვიტამინ A- 500 000  ს.ე.
ვიტამინი D3 - 75 000 ს.ე.
ვიტამინი E - 50 მგ.
შემავსებელი 1მლ-მდე.


გამოყენების ჩვენებები


 ცხიმში ხსნადი ვიტამინების კლინიკური და სუბკლინიკური ნაკლებობა. ფოსფორისა და კალციუმის მეტაბოლიზმის რეგულაცია. მიკრობული ინფექციების და პარაზიტარული დაავადებებისადმი წინააღმდეგობის ამაღლება. სტრესული მდგომარეობის შეწყვეტა და სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიის გაძლიერება.


გამოშვების ფორმა: 50, 100 და 250 მლ ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები


მსხვილფეხა პირუტყვი: ზრდასრული ცხოველები: 5 მლ ვიტამინ АD3Е ერთ სულზე.


ხბო:
3-4 მლ ვიტამინი АD3Е სულზე.
ღორი: ზრდასრულები: 2-3 მლ ვიტამინი АD3Е ერთ სულზე.
გოჭი: 0,5-1 მლ ვიტამინი АD3Е ერთ გოჭზე.
ცხვარი და თხა: ზრდასრული: 2 მლ ვიტამინი АD3Е ერთ სულზე. მოზარდი: 0,5-1 მლ ვიტამინი АD3Е ერთ სულზე.


შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილის.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ