კომბინირებული ვაქცინა / H.S-B.Q

მსხვილფეხა პირუტყვის პასტერელოზის და ემფიზემური კარბუნკულის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინა

 

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, კამეჩი, ხბო.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიო მედ, ინდოეთი.


შემადგენლობა


კომბინირებული ვაქცინა (H.S-B.Q), კომბინირებული ფორმალინით ინაქტივირებული Pastereulla multocida და Clostridium chauvoei–ი და დამატებული აქვს ალუმინის ჰიდროქსიდის გელი.


გამოშვების ფორმა: 50 მლ ფლაკონში (25 დოზა).


გამოყენების ჩვენებები


მსხვილფეხა პირუტყვის, კამეჩის და ხბოების ჰემორაგიული სეპტიცემიის (პასტერელოზის) და ემფიზემური კარბუნკულის  პროფილაქტიკა.


გამოყენების წესი და დოზები


გამოყენებამდე საჭიროა მისი შენჯღრევა, რათა მივიღოთ ერთგვაროვანი ხსნარი. მსხვილფეხა პირუტყვისთვის  - 2 მლ, ხბოებისთვის 2-დან 8 თვემდე - 1მლ. ინექცია კეთდება კანქვეშ.


მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს 15-20 დღით ადრე აფეთქების სეზონიდან. სრული იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა 14 დღე. ვაქცინაცია მეორდება ყოველ წელიწადს.


შენახვის პირობები: პრეპარატი უნდა ინახებოდეს 2-80C-ზე.


ვარგისიანობის ვადა: 2 წლი.


იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ