წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიური პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: ყველა ასაკის მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვი, ღორი.
მწარმოებელი ქვეყანა: იმუნოგენი, საქართველო.
შემადგენლობა
ცხენის სისხლის შრატი, რომელიც იმუნიზირებულია გაშეშების ანატოქსინით, შრატი შეიცავს სპეციფიკურ იმუნოგლობულინს.
პრეპარატი შეიცავს ქლოროფორმს არა უმეტეს 0.2%-ს.
გაშეშების საწინააღმდეგო შრატი გამჭვირვალე მოყვითალო-მოყავისფრო ხსნარია. დასაშვებია ადვილად შლადი ნალექის არსებობა.
გამოყენების ჩვენებები
გაშეშების გადაუდებლი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
გამოშვების ფორმა:
მუყაოს ყუთებში იდება 1მლ-ანი №10 ამპულა, გაშეშების საწინააღმდეგო შრატი და ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებაზე.
გამოყენების წესი და დოზები
გაშეშების სწრაფი პროფილაქტიკა მიზნად ისახავს ჭრილობის პირველად ქირურგიულ დამუშავებას და გაშეშების საწინააღმდეგო სპეციფიკური იმუნიტეტის შეძენას.
გაშეშების გადაუდებელ სპეციფიკურ პროფილაქტიკას ატარებენ: ცხოველების კასტრაციის, ტრავმების, კანის და ლორწოვანი საფარველის მთლიანობის დარღვევის, ცხოველის მიერ დაკბენის დროს.
გაშეშების გადაუდებელი პროფილაქტიკისათვის შრატი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში ერთხელ-დოზით 1მლ (3000სე) ყველა ასაკის მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვისა და ღორებისათვის.
პროფილაქტიკის მიზნით დამუშავებულ ცხოველებში პასიური იმუნიტეტის ხანგრძლივობა ორ კვირამდეა.
ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები და ტრანსპორტირება: პრეპარატი ვარგისია 3 წელი. შრატს ინახავენ და ტრანსპორტირებას ახდენენ 2°C - 8°C ტემპერატურაზე.