წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინების კომპლექსი.
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი და თხა.
მწარმოებელი ქვეყანა: ინვესა, ესპანეთი.
შემადგენლობა:
ვიტამინი A - 100000 სე
ვიტამინი D3 - 5000 სე
ვიტამინი E - 20 მგ
გამოყენების ჩვენებები
შინაური ფრინველი, მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი, თხა და შინაური ფრინველი: ცხიმში ხსნადი ვიტამინების კლინიკური და უსიმპტომო უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულაციისათვის. მიკრობული და პარაზიტული ინფექციებისადმი ამაღლებული მგრძნობელობის დროს. ხელს უშლის სტრესის გაჩენას და აძლიერებს სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიას.
გამოშვების ფორმა: 1ლ და 5ლ კონტეინერში.
გამოყენების წესი და დოზები
შინაური ფრინველი: მიიღება პერორალურად 0.5-1ლ პრეპარატი ერევა 1000ლ სასმელ წყალში, მკურნალობის კურსი 3-5 დღე.
მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ცხენი, ცხვარი და თხა: მიიღება პერორალურად, 1 მლ პრეპარატი ყოველ 10 კგ ც.წ-ზე, მკურნალობის კურსი 3-5 დღე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 5-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.