პრეპარატის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი, ანტიოქსიდანტი და ცხიმების მონელების გამაუჯობესებელი საშუალება.
სამიზნე სახეობა: ყველა სახის და ასაკის ცხოველი (გარდა ძაღლებისა).
მწარმოებელი ქვეყანა: ბიოვეტ, ს.ა. ესპანეთი.
შემადგენლობა
ფოსფორმჟავა (1a338), ეტოქსიხინი (E-324), ბუტილჰიდროქსიტოლუოლი (BHT) (E-321), ლიმონმჟავა (E-330).
გამოყენების ჩვენებები
ალქვერფიდ ანტიოქს პლუსი ამცირებს პეროქსიდების რაოდენობას ოთახის ტემპერატურაზე, ხელს უშლის ნუტრიენტების დეფიციტს და ცხიმების ცუდ სუნიან ოქსიდაციას.
მოქმედებს ცხიმების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ბოჭავს ტოქსიკურ ნივთიერებებს (გამოწვეული მჟავიანობით, სიმძაღით და ოქსიდაციით). ამცირებს აკუმულირებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს და აუმჯობესებს ცხიმების მონელებადობას და შეწოვას.
გამოშვების ფორმა: 5კგ და 25კგ ქაღალდის ტომრებში.
გამოყემების წესი და დოზირება
ეძლევა ყველა სახის და ასაკის ცხოველებს (გარდა ძაღლებისა)–მიიღება პერორალურად 125-500გ/ტ საკვებსა და ცხიმებთან შერევით.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, კარგად თავმოკრულ პაკეტებში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.