ბეტამინტი / Betamint

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისტრესული საშუალება.


სამიზნე სახეობა: ფრინველი, ღორი.


მწარმოებელი ქვეყანა:  ინვესა, ესპანეთი.

 

შემადგენლობა: 1ლ ხსნარი შეიცავს: ბეტაინს 250გ, ვიტამინ C–ს 90გ, კალიუმის ქლორიდს 2გ, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატს 4გ,   კალციუმის ქლორიდის დიჰიდრატს 40გ, ნატრიუმის ქლორიდს 20გ, შემავსებელს 1 ლ-მდე.


გამოშვების ფორმა: ხსნარი დაფასოებულია პოლიეთილენის კონტეინერში 1ლ და 5ლ-ის მოცულობით.

 

გამოყენების ჩვენებები

 

ფრინველი და ღორი - მაღალი ტემპერატურისაგან გამოწვეული ტემპერატურული სტრესის მოხსნისათვის.
გამოყენების წესი და დოზები

 

მკურნალობა: 2 ლიტრი ბეტამინტი იხსნება 1000 ლ სასმელ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში

 

პროფილაქტიკა: 1ლ /1000ლ სასმელ წყალში, 3-5 დღის განმავლობაში, ტემპერატურული მატების პერიოდის დაწყებამდე 2 დღით ადრე.

 

ბეტამინტის გამოყენება გრძელდება თუ ტემპერატურული სტრესი ხანგრძლივად მიმდინარეობს.


ხსნარი უნდა გამოიცვალოს 24 საათში ერთჯერ.


გამოიყენება პერორალურად, სასმელ წყალთან ერთად. 


შენახვის პირობები და ვადა: ინახება გრილ, ტენისგან, სინათლისაგან დაცულ  ადგილას.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ