კატოვილი (Katovil)
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება მხოლოდ ცხოველების სამკურნალოდ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინ-მინერალური კომპლექსი
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მ. შ. ხბოები), აქლემი, ცხენი, ცხვარი, თხა, ძაღლი, კატა.
შემადგენლობა
1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: ბუტაფოსფანს (17.30მგ ფოსფორის ექვივალენტია) 100მგ და ვიტამინ B12 - ს - 0.05 მგ.
აღწერა: კატოვილის საინექციო ხსნარი არის მოწითალო ფერის, გამჭვირვალე ხსნარი
გამოშვების ფორმა:
20მლ, 50მლ და 100მლ ქარვის (მოყვითალო) ფერის შუშის ბოთლების სახით მუყაოს ყუთებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კატოვილის საინექციო ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ბუტაფოსფანი არის [1-(butylamino)-1-methylethyl]-ფოსფორის მჟავა. ბუტაფოსფანი ორგანული ფოსფორის ნაერთია და გამოიყენება ფოსფორის წყაროდ. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგიის მეტაბოლიზმში და განსაკუთრებით ეფექტურია ადფ-ატფ სინთეზის დროს. ნივთიერებეთა ცვლის დაავადებების (ღვიძლისა და კუნთების დაავადებები) დროს აკონტროლებს ასპარტატ ამონიტრანსფერაზას (AST) დონეს. ფოსფორს ახასიათებს მასტიმულირებელი ეფექტი მეტაბოლური დაავადებების დროს და ის ზრდის გლუვი კუნთოვანი ორგანოების რეაქციის შესაძლებლობას. ფოსფორი არეგულირებს იმუნოლოგიურ რეაქციებს. ის სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან ეფექტების დადგომის შემდეგ.
ბუტაფოსფანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღნიშვნის სფერო მოიცავს მეტაბოლურ დაავადებებს, განსაკუთრებით როცა ეს დაავადებები ვლინდება მოზარდეულში. ის მკურნალობის კურსს დამატებით ავსებს კალციუმითა და მაგნიუმით უნაყოფობის, ტეტანიისა და პარეზის დროს.
ვიტამინის B12 შედგება კორინის ბირთვისგან, 5-6,დიმეთილბენზიმიდაზოლის ბირთვისგან, კობალტისგან და სხვადასხვა ჯგუფები (-CN, -OH, -H2O, -N2O ა.შ.), რომლებიც უკავშირდება კობალტს.
ციანოკობალამინი კანქვეშ და კუნთებში მიღებისას კარგად აბსორბირდება შეყვანის ადგილიდან. კუნთებში ინექციით პიკურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში. ვინაიდან შემადგენელი ნივთიერებები მჭიდრო ბმაშია სხვადასხვა პროტეინებთან, ჰიდროქსიკობოლამინი და კო-ენზიმი B12 ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან. სისხლის ცირკულაციაში შესვლისას, B12 ვიტამინი უკავშირდება ტრანსკობოლამინს II, პლაზმის პროტეინს. შეკავშირებული ვიტამინი სწრაფად ტოვებს პლაზმას და ძირითადად ვრცელდება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში. B12 ვიტამინის 99% გხვდება ღვიძლში.
B12 ვიტამინი იძლევა უნიკალურ ეფექტს ორი დამხმარე აქტიური ნივთიერების საშუალებით, კერძოდ მეთილკობოლამინი და კო-ენზიმი. კობალამინები საჭიროა ნორმალური ზრდისა და კვებისთვის, სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის, ყველა უჯრედის განვითარებისა და რეპოროდუქციისთვის ეპითელიური უჯრედების ჩათვლით, მიელინის სინთეზისა და მთლიანობისთვის ნერვულ ქსოვილში, პანკრეასის ფუქნციონირებისთვის და კვერცხუჯრედისა და სპერმის გამომუშავებისთვის, ყველა კუნთის ფუნქციონირებისა და შენარჩუნებისთვის და რამდენიმე დამხმარე ენზიმების სინთეზისთვის (როგორიცაა სუკინილ Co-A) და სულფჰიდრილ ჯგუფების შენარჩუნებისთვის შემცირებული სტატუსით. უფრო მეტიც, ის ფოლიუმის მჟავის უტილიზაციას უწყობს ხელს.
გამოყენება/ჩვენება
კატოვილის საინექციო ხსნარი გამოიყენება როგორც მატონიზირებელი და მარეგულირებელი ნივთიერებათა ცვლის მწვავე და ქრონიკული დარღვევების მკურნალობისას:
– ტეტანია და პარეზი განპირობებული კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის მეტაბოლური დარღვევებით (კალციუმისა და მაგნიუმის პრეპარატებთან ერთად);
– ფოსფორის დეფიციტის სინდრომი გაზაფხულზე;
– არარეგულარული და დეფიციტური კვება, მეორადი და პარაზიტული ანემია;
– ძვლის მეტაბოლიზმის დარღვევები (რაქიტი, ოსტეომალაცია)
– ძვლოვანი კოჟრის გაძლიერება ძვლის მოტეხილობებისას (D ვიტამინის პრეპარატებთან ერთად);
– ახალშობილებში; დაღლილობის, დგომის პრობლემების, ზრდაში ჩამორჩენის, სიარულის დარღვევების, ჩონჩხისა და სახსრების დარღვევების დროს;
– რთული მშობიარობის შემდეგ, დაღლილობა და სისუტე გამოჯანმრთელების პერიოდში
– კალციუმის დამატებითი თერაპია მეწველ ძროხებში ჰიპოფოსფატემიისა და ჰიპოკალციემიის დროს;
– ცხენებში ლუმბაგოს კაცლიუმით თერაპიის ხელშეწყობა;
– ქრონიკული დაავადებები და ქრონიკული მეტაბოლური დარღვევები;
– პროდუქტიულობის გაძლიერება და იმუნური სისტემის დომინირება ჯანმრთელ ცხოველებში (მუშა ცხოველები და რბოლაში მონაწილე ცხოველები)
– ახალშობილი ძაღლებისა და ბეწვიანი ცხოველების ზრდის ხელშეწყობა
გამოყენება და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, აქლემის, ცხენის, ცხვარის, თხის, ძაღლის, კატის მიმართ ინტრავენურად, კუნთში ან/და კანქვეშ, შემდეგი დოზებით.
ცხენი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 5-25 მლ
ხბო, კვიცი: 5-12 მლ
ცხვარი, თხა: 2.5-5მლ
ბატკანი: 1.5-2.5 მლ
ძაღლი: 0.5-5მლ
კატა: 0.5-2.5მლ
ქრონიკული დაავადებების დროს ხდება დოზის განახევრება.
საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება განმეორდეს 1-2 კვირიანი ინტერვალით ან უფრო ხშირად.
პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ჯანმრთელ ცხოველებში შეიძლება დაინიშნოს სამკურნალო დოზის ნახევარი.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტები არ არის ცნობილი, თუ ის ინშნება რეკომენდირებული დოზის ფარგლებში.
მედიკამენტების ურთიერთქმედება
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მედიკამენტებთან ერთდროულად.
საკვებ პროდუქტებში პრეპარატის ნარჩენებთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ნარჩენის ელიმინაციის დრო (d.r.e.t.): ის არის „0“ დღე ხორცისა და რძისთვის.
უკუჩვენებები
მაკეობის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მაკეობის პერიოდში
ზოგადი სიფრთხილის ზომები
გამოყენებამდე და მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართოთ ვეტერინარს.
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის დანიშვნისას სიფრთხილის ზომები
კანთან და თვალთან კონტაქტის შემთხვევაში დაიბანეთ დიდი ოდენობით წყლის გამოეყნებით.
შენახვის პირობები და შენახვის ვადა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა - 24 თვე წარმოების თარიღიდან.
მწარმოებელი კომპანია, ქვეყანა: VILSAN, თურქეთი