რიბაფლოქსი / Ribaflox

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.


შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს: ენროფლოქსაცინს 55მგ; რიბავირინს 25 მგ; ტრიმეტოპრიმს 10მგ.


დამხმარე  ნივთიერებები: საინექციო წყალი.


გამოშვების ფორმა: 50მლ და 100მლ მინის ფლაკონი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.


გამოყენების ჩვენებები:


   პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ძაღლის და კატის მოზარდისათვის:


-    ვირუსული დაავადებების (დნმ და რნმ შემცველობის ვირუსების მიმართ) დროს -ვირუსული დიარეა, როტავირუსული და კორონავირუსული ინფექციები, ღორის ვირუსული გასრტოენტერიტი, ენტეროვირუსული ინფექცია, ვირუსული რეპროდუქციულ-რესპირატორული სინდრომი;


-    ბაქტერიული დაავადებების (გრამდადებითი, გრამუარყოფითი, მიკოპლაზმები);


-    შერეული ეტიოლოგიის ინფექციების დროს - რესპირატორული ინფექციების (ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ატროფიული რინიტი), საჭმლის მომნელებელი სისტემის (გასტროენტერიტი, ენტერიტი, კოლიტი), შარდ-სასქესო სისტემის (მასტიტ-მეტრიტ-აგალაქტიის სინდრომი, ცისტიტი, პიელონეფრიტი), სეპტიცემიისა და სხვა დაავადებების დროს, რომელთა აღმძვრელებიც (ვირუსები და ბაქტერიები) მგრძნობიარეა პრეპარატის მიმართ.


გამოყენების წესი და დოზები:


რიბაფლოქსი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთში დღეში ერთჯერ 3 დღის განმავლობაში შემდეგი დოზით:


ხბორებს, ბატკნებს, თხებს ძაღლებს, კატებს – კანქვეშ დოზით 1მლ / 10 კგ ცოცხალ წონაზე
,


გოჭებს – კუნთში, 1,5მლ /10 კგ. ც.წ-ზე


ტკივილის რეაქციის გამოვლინებისას ინექცია ერთ ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს მსხვილფეხა პირუტყვის 5 მლ, წვრილფეხა პირუტყვის 2,5 მლ-ს.


დაყოვნების პერიოდი:


ხორცი – 14 დღე,


აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულ ცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხორცისმჭამელი ნადირის საკვებად ან ძვლის ფქვილის საწარმოებლად.


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 5 - 25°C–მდე ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 2 წელი.


სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: "ალპოვეტ"-ი, კვიპროსი.

 

მწარმოებელი, ქვეყანა: "Yantai  Luye Animal Health Products", ჩინეთი.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ