ფუროვილი / Furovel

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატი, დიურეზული საშუალება.


სამიზნე სახეობა:
მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, აქლემი, ძაღლი, კატა.


შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს, ფუროსემიდს 25 მგ.


აღერა: ყვითელი ან ღია ყვითელი ფერის საინექციო ხსნარი.


გამოშვების ფორმა


20 მლ, 50 მლ, და 100 მლ შუშის ფერადი ბოთლები მოთავსებული მუყაოს კოლოფში.


ფარმაკოლოგიური თვისებები


ფუროვილის საინექციო ხსნარის აქტიური ნივთიერება ფუროსემიდი აძლიერებს თირკმელის გლომერულარულ ფილტრაციას და ანელებს ელექტროლიტების რეზორბციას. ინტრავენურად ინექციის შემდეგ სწრაფად მეტაბოლიზდება, დიურეტული ეფექტი იწყება სწრაფად (5-10 წუთში); მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 30-60 წუთში. დიურეზული ეფექტი სწრაფად მცირდება და ქრება 2-5 სთ-ის შემდეგ. კუნთში ინექციით დიურეზული ეფექტი ვლინდება რამოდენიმე წუთში, მისი ეფექტი გრძელდება უფრო დიდ ხანს. ფუროსემიდი მეტაბოლიზაციის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად.


გამოყენების წესი და დოზირება:


პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად (ნელი შეყვანა) და კუნთში ინექციით, მკურნალობა გრძელდება 3 დღის განმავლობაში.


მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენის, აქლემის სადღეღამისო დოზა: 10-20 მლ.


ცხვრისა და თხის სადღეღამისო დოზა: 1-1,5მლ


ძაღლისა და კატის სადღეღამისო დოზა: 0,5-1,5მლ/კგ ც.წ-ზე.


შენახვის პირობები


ინახება მშრალ, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25°C-ზე.


ვარგისობის ვადა:  2 წელი.


მწარმოებელი ქვეყანა:
VILSAN, თურქეთი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ