შემადგენლობა
ყვითელი ფერის, ბლანტი კონსისტენციის ხსნარი, რომლის 1 გ შეიცავს:
ვიტამინურ - ამინომჟავური კომპლექსი-0,00375მლ; თაფლის შემცვლელი- 1გ-მდე
გამოყენების ჩვენებები
უმაღლესი ხარისხის ფუტკრის საკვები გამოიყენება ფუტკრის ოჯახების გასაძლიერებლად, ახდენს მასტიმულირებელი მოქმედებას მათ ზრდა- განვითარებასა და პროდუქტიულობაზე. ამაღლებს ფუტკრის რეზისტენტობას არახელსაყრელი გარემო პირობებისა და დაავადებების წინააღმდეგ.
დოზები და გამოყენების წესი
ფუტკრის საკვები ეძლევა მთავარი ღალიანობის წინ, ყვავილის მტვერის ან ჭეოს არასაკმარისი მარაგის შემთხვევაში
ფუტკარს საკვები ეძლევა გაზაფხულზე (აპრილი-მაისი) და ზაფხულის ბოლოს (აგვისტო-სექტემბერი), საკვების გამოყენება შესაძლებელია მზა სახით (განუზავებლად) პოლიეთილენის პარკის დაზიანების გარეშე, 2-3-ჯერადად, 3-4 დღის ინტერვალით.
განსაკუთრებული მითითებები
თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად
დაფასოება
500 გ-ანი პოლიეთილენის პაკეტები №2 მოთავსებული ვერცხლისფერ სამშრიან პოლიეთილენის პაკეტში
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 0-25℃
შენახვის ვადა
3 წელი