წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატი, ფლორფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი.
შემადგენლობა
1მლ შეიცავს: 300 მგ ფლორფენიკოლს.
აღწერა: ღია მოყვითელო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
გამოშვების ფორმა:
პრეპარატი გამოდის 200მლ, 500მლ, 1ლ და 5ლ პოლიეთილენის შეფუთვაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლორფენიკოლს გააჩნია ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება E.Coli-ზე, რომელიც იწვევს კოლიბაქტერიოზს ფრინველში. მაღალ მგრძნობელობას ავლენს გრამდადებითი (Corynobecteriumpyogenes, Streptecoccussp., Staphylococcussp., Clostridium sp.) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (E.coli, Pasteurella haemolytica, P. multocida, Haemophilussomnus, Actinobacillus pleuropneumonia) მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება
ბროილერს: პერორალურად, 20 მგ/კგ ც.წ-ზე ან 100 მლ/1500 კგ ც.წ-ზე ან 200 მლ/3000 კგ ც.წ-ზე სასმელ წყალთან ერთად, 5 დღის განმავლობაში.
პრაქტიკული დოზა 1მლ/2-3ლ წყალზე განზავებით.
მკურნალობის პერიოდში დასალევად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ პრეპარატიანი წყალი. სასმელი წყალი უნდა იყოს ახალი მომზადებული და ყოველდღიურად თავიდან უნდა მომზადდეს.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის (15-25℃) ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა: VILSAN, თურქეთი.