ალფარინი 10 SC / ALFARIN 10 SC

ალფაციფერმეტრინი 10% SC.


ინსექტიციდი, სახლის პირობებში ტარაკნების, მოზრდილი კოღოებისა და სახლის ბუზების საწინააღმდეგო საშუალება.


მწარმოებელი: შპს "The Scientific Fertiliser Company Private Limited", indoeTi

I.    ზოგადი ინფორმაცია


1.    ფართო სპექტრის ინსექტიციდი, გამოიყენება სახლის პირობებში სახლის ბუზების, კოღოების, ტარაკნების, ჭიანჭველების და სხვა მცოცავი პარაზიტების საწინააღმდეგოდ
2.    ბლანტი სუსპენზია, ფსკერზე უნალექოდ და თავზე თხელი სითხის გარეშე, წყალში განზავებისას ადვილად გადაიქცევა სუსპენზიად.
3.    შემადგენლობა: 1 მლ სუსპენზია შეიცავს, ტექნიკურ ალფაციფემეტრინს 10%
დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზას (СMС), ტეტრაბუტილ ამონიუმ ბრომიდს, ქსანტანს, პროპანდიოლს, 1,2 ბენზისოთიაზოლი -3 ერთს, ორთოფოსფორმჟავას, მინერალური ზეთის და ალკილის არილის ეთერის ნარევს, დიონიზირებულ წყალს.
4.    დაფასოებულია 100 მლ პოლიეთილენის ბოთლებში.


დაფასოების ყველა ერთეულს უკეთდება მარკირება  და მიეთითება მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები.


ინახება ნესტის, სინათლისა და სითბოსგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა  2 წელი.


II.    ბიოლოგიური თვისებები


5.    ალფაციფერმეტრინი არასისტემური ინსექტიციდია. ძალიან მცირე დოზებით მოქმედებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. მოქმედებს ნერვებს შორის იმპულსების გადაცემის თავიდან ასაცილებლად, ნერვულ მემბრანაში არსებული ნატრიუმის არხებში ნატრიუმის იონებზე გზის გადაკეტვით, ამგვარად ხელს უშლის აღნიშნული მოქმედებით მიაღწიოს ნეირონებში. რაც იწვევს მწერის ინტოქსიკაციასა და სიკვდილს.


III. გამოყენების ჩვენებები


6.    გამოიყენება სახლის პირობებში ტარაკნების, მოზრდილი კოღოების და სახლის ბუზების საწინააღმდეგოდ.
        ალფარინი 10 SC საჭირო ოდენობის წყალში განზავებით ადვილად გადაიქცევა სუსპენზიად, რომელიც შესაფერისია მოსასხურებლად. გამოიყენება მხოლოდ მითითების მიხედვით.

 

სამიზნე სახეობა

მოხმარების ტიპი

ხსნარის შერევის პროპორცია

კონცენტრაცია

სახლის პირობებში

სახლის ბუზები,

კოღოები

სტანდარტული ხსნარი

1:50

1.5მლ/კვ.მ

ტარაკნები, ჭიანჭველები, სხვა მცოცავი პარაზიტები

სტანდარტული ხსნარი

1:50

40 მლ/კვ.

გარეთ

სახლის ბუზები,

კოღოები

წინასწარი დამუშავება

1:100

0.7მლ/100კვ.

ტარაკნები, ჭიანჭველები

რუტინული ექსპლუატაცია

1:200

0.7მლ/100კვ.

სხვა მცოცავი პარაზიტები

რუტინული ექსპლუატაცია

1:200

8-15მლ/100კვ.


შენიშვნა: გთხოვთ მიყვეთ რეკომენდაციებს და სწორად დაიცვათ გაზავების წესი

IV.     პირადი პროფილაქტიკის ზომები


7.    გაზავებისა და მოხმარების დროს არ შეისუნთქოთ, არ მიიღოთ საკვები და სასმელი, არ მოწიოთ.
8.    გამოყენების შემდეგ ან კანზე უნებლიედ მოხვედრის შემთხვევებში ხელები დაიბანეთ საპნით და წყლით, გამოიცვალეთ სამოსი.
9.    ცარიელი კონტეინერები გაანადგურეთ გახვრიტეთ და არ გამოიყენოთ სხვა დანიშნულებით.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ