რეალ / REAL 5 SC

(ფიპრონილი 5% SC)


წამლის ფორმა:


ბლანტი, უსუნო სუსპენზია. არ განიცდის ფენებად განშრევებას. წყალში გაზავებისას იგი ადვილად გადაიქცევა სუსპენზიად, რომელიც შესაფერისია მოსასხურებლად.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:


ფართო - სპექტრის ინსექტიციდი.


სამიზნე სახეობა:


სახლის მწერები (ტარაკნები, ჭიანჭველები, მოზრდილი კოღოები, სახლის ბუზები) და სხვა მცოცავი პარაზიტები

შემადგენლობა:


ფიპრონილი ტექნიკური   5.00% და შემავსებელი 100%-მდე.


ფარმაკოლოგიური თვისებები:


ფიპრონილი ფართო სპექტრის ინსექტიციდია, ტოქსიკურია კონტაქტის და გადაყლაპვის დროს. იგი მოქმედებს, როგორც GABA-რეგულირებად ქლორიდის არხის ბლოკატორად. მწერები, რომლებიც რეზისტენტულები არიან პირეთროიდების, ციკლოდიენების, ფოსფორორგანული და / ან კარბამატული  ინსექტიციდების მიმართ, მგრძნობიარენი არიან ფიპრონილის მიმართ.


გამოყენების ჩვენებები:


გამოიყენება სახლის პირობებში ტარაკნების, ჭიანჭველების, მოზრდილი კოღოების, სახლის ბუზების და სხვა მცოცავი პარაზიტების წინააღმდეგ.


გამოყენების წესი და დოზირება:


გამოიყენეთ მხოლოდ მითითების მიხედვით. REAL 5 SC-ს საჭირო ოდენობა გახსენით წყალში, რათა უზრუნველყოთ ერთგვარი მოქმედების ზონა
ტერმიტებისთვის:


1.    ტერმიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ 1 ლიტრი Real 5 SC  განზავებული 500 ლ წყალში მისხურებით,  ქვემოთ მოცემული ოდენობებით.

 
ა)    მშენებლობის დაწყებამდე დამუშავება:


       მშენებლობის  საძირკველსა და ქვედა დონეებზე გამოიყენეთ გაზავებული ხსნარის 4-5 ლ კვადრატულ მეტრზე. პერიმეტრის ტრანშის თითოეულ მეტრზე გამოიყენეთ გაზავებული ხსნარის 4-5 ლიტრი. მისხურებული ადგილები დიდი ხნით არ დატოვოთ მზის შუქზე და რაც შეიძლება მალე დაფარეთ ბეტონით.


ბ)    მშენებლობის შემდეგ დამუშავება:


გამოიყენეთ    ერთიდაიგივე განზავების ხსნარი ბეტონის ნაზავის ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამაგრების და ტრანშირების ოპერაციებში. სახლის და სხვა სტრუქტურების მიმდებარედ (სადაც მწერები ცოცავენ ან იმალებიან) სხვადასხვა სახის ჭიანჭველების წინააღმდეგ - 1 ლ/ 500 ლ წყალში.
ასევე მიასხურეთ კარების, ფანჯრების, სხვადასხვა ნახვრეტების, მილების ან სხვა ნებისმიერ გარე ხვრელებში - 1 ლ/ 500 ლ წყალში.


2.    სხვა სახის მავნებლების წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში  
შინ მოხმარებისთვის: 5 ლ  წყალში გამოიყენეთ 50-100 მლ Real 5 SC
გარეთ მოხმარებისთვის: 5 ლ წყალში გამოიყენეთ 100-150 მლ Real 5 SC


შენიშვნა:


ზემოთ მოცემული რჩევები და რეკომენდაციები არის კვლევითი ხასიათის და იგი შესაძლოა მორგებულ იქნას ინვაზიის ინტენსიურობის მიხედვით. გთხოვთ, მიყევით რეკომენდაციებს, რომელიც მიღებულია იმპორტიორ ქვეყანაში.


უსაფრთხოების ზომები:


არ შეისუნთქოთ სპრეი. გაზავების და მოხმარების დროს არ მიიღოთ საკვები და სასმელი, არ მოწიოთ. მისი გამოყენების შემდეგ ან უნებლიეთ კანზე მოხვედრის შემთხვევებში ხელები დაიბანეთ საპნით და წყლით და გამოიცვალეთ სამოსი. მოერიდეთ საკვების, სასმელის, სასმელი წყლის და სხვა ჭურჭლის დაბინძურებას. ცარიელი კონტეინერები გაანადგურეთ გახვრეტით და აღარასდროს გამოიყენოთ ისინი სხვა დანიშნულებით.


სტანდარტული შეფუთვა:


REAL 5 SC-ის პროდუქტი წარმოდგენილია ერთ ლიტრიან, თეთრ, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის ბოთლებში.


შენახვის პირობები: ინახება მშალ,  ნესტისგან, სინათლისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.


შენახვის ვადა: გამოშვებიდან 2 წელი.


მწარმოებელი:  The Scientific Fertiliser company PVT  Limited,  ინდოეთი.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ