ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატომიკოზების საწინააღმდეგო საშუალება.
სამიზნე სახეობა: ყველა სახის ცხოველი.
შემადგენლობა:
არაიონური ნანომოლეკულური კოლოიდური სპილენძი, ჩაის ხის ნატურალური ზეთი, პროპოლისი, დემინერალიზებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიკოსტიკი წარმოადგენს ინოვაციურ პრეპარატს კანის სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ. ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების პროდუქტი შეიცავს უჩვეულოდ ეფექტურ, დაპატენტებულ, სპილენძის ნანომოლეკულურ კოლოიდს. რომელიც ააქტიურებს კანის რეგენერაციას და ხელს უწყობს ბეწვის ზრდას. მიკოსტიკი ასევე შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებას ჩაის ხის ნატურალურ ზეთსა და პროპოლისს, რომელიც აჩქარებს შეხორცებას. მიკოსტიკი არ აღიზიანებს კანს, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გამოყენების წესი და დოზირება:
მიკოსტიკი გამოიყენება ყველა სახის ცხოველისათვის.
პრეპარატის თხელ ფენას უსვამენ დაზიანებულ ადგილებზე, დღეში 2-3ჯერ, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე.
უსაფრთხოა ყველა ახალგაზრდა ცხოველებისათვის.
პრეპარატის გამოყენება არ მოითხოვს დაყოვნების პერიოდის დაცვას.
მწარმოებელი: "OVER AGRO", პოლონეთი