ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური კომპლექსი, კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: ძროხა, ცხვარი, თხა
შემადგენლობა:
კალციუმის ქლორიდი, გლიცერინი, მაგნიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ლაქტოზა.
კალციუმის წყარო: კალციუმის ქლორიდი 35%.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
Calcium Plus - ცხოველის ორგანიზმში ავსებს კალციუმის დეფიციტს, გამოწვეული ლაქტაციის დაწყებით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან კალციუმის მაღალი შეწოვა განპირობებულია ვიტამინი D3-ის არსებობით. პრეპარატი ასევე უზრუნველყოფს ცხოველის ორგანიზმს მაგნიუმით, რომლის დაბალი დონე სისხლში ჰიპოკალცემიის ერთერთი გამომწვევი მიზეზია.
Calcium Plus ხელს უშლის მშობიარობის შემდგომი პარეზის წარმოქმნასა და მშობიარობის შემდგომ მომყოლის დაბადების შეჩერებას, განსაკუთრებით მაღალპროდუქტიულ და რამდენჯერმე მონაგებ ძროხებში. ამავე დროს პრეპარატი ეფექტურია კეტოზის პრევენციისათვის, რამდენადაც ის შეიცავს გლიცერინს-გლუკოზის წინამორბედს და B ჯგუფის ვიტამინებს, რაც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.
გამოყენების წესი და დოზირება:
ძროხა: რძის ცხელების რისკის შესამცირებლად ეძლევა ორალურად, მშობიარობის შემდგომ დაუყოვნებლივ, აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მოგების შემდეგ პირველ დღეებში. ერთჯერადი დოზა - 500 გ.
ცხვარი და თხა: 100გ
მწარმოებელი: “OVER AGRO”, პოლონეთი