დიარეის საწინააღმდეგო საკვები, ხბოებისა და ბატკნებისათვის
(მწარმოებელი ფირმა „Over Group Spółka z ograniczoną odpowiedzialnością Spółka Komandytowa”)
თვისებები, ჩვენებები:
პექტოლიტ პლიუსი (Pectolite Plus) არის მრავალკომპონენტიანი მცენარეული პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს დიარეის სწრაფად შეჩერებას. მისი რთული კომპოზიცია სპეციალურად შემუშავებულია ხბოებისა და ბატკნებისთვის.
საკვების შემადგენლობაში შემავალი მცენარეული პექტინი იბერება, შთანთქვს წყალს და წარმოქმნის ფენას, რომელიც იცავს ნაწლავებს. ელექტროლიტები აღადგენს წყლის ბალანსს და ამცირებს დეჰიდრატაციის რისკს, ხოლო ადვილად მონელებადი ინგრედიენტები კარგ მდგომარეობაში ამყოფებს მოზარდეულს. პეკტოლიტ პლიუსი ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინურ-მინერალურ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებისა და იმუნური სისტემის სტიმულირებისათვის. მისი სასიამოვნო არომატის და საგემოვნო თვისებების გამო, ადვილად მისაღები ხდება მადა დაქვეითებული და დიარეის სიმპტომიანი მოზარდეულისთვის.
გამოყენების წესი:
ხბოებს, დიარეის დროს: ეძლევა დღეში 2-ჯერ, 100 გ პეკტოლიტ პლიუსი 2 ლ თბილ წყალში (დაახლოებით 38 ° C-მდე) გახსნილი. როგორც წესი, პექტოლოტ პლუსით ერთი ან ორი დღით გამოკვება საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში, მისი მიღების გახანგრძლივება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია დასაშვები.
Pectolite Plus-ი გამოიყენება ხსენის მიღების შემდეგ და რძის საკვებად შეწყვტისას. ასევე პექტოლიტ პლიუსი შეიძლება გამოყენებულ იქნას, დიარეის პროფილაქტიკის მიზნით.
პროფილქტიკისთვის: 50გ პიკტოლიტ პლიუსი გახსნილი რძეში, ან რძის შემცვლელში. ავტომატიზირებულ საკვებურებში გამოიყენება 3 კგ პიკტოლიტ პლიუსი 25 კგ რძის შემცვლელთან ერთად.
ბატკნებს: 50 გ პეკტოლიტ პლიუსი გახსენით 1ლ წყალში.
გამოყენების გახანგრძლივება დასაშვებია: 1-დან 7 დღე-მდე (ან 1-დან 3 დღემდე, თუ ეს საკვების მიღების ერთადერთი საშუალებაა ). საკვების გამოყენებამდე ან სარგებლობის ვადის გახანგრძლივებამდე მიმართეთ კონსულტაციებისთვის კვების სპეციალისტს ან ვეტერინარს.
შეფუთვა: 100 გ, 1 კგ, 3კგ