რუმენოლ ფასტი / Rumenol fast

ფაშვის მოტორიკის მასტიმულირებელი და ატონიის ხელის შემშლელი საშუალება


(მწარმოებელი ორგანიზაცია: კომპანია „Over Group“/“ოვერ გრუპი“, პოლონეთი)

I.    ზოგადი ცნობები

შემადგენლობა: გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ლაქტოზა, ციმბირული ჟენშენი, ბეგქონდარა, აბზინდა.

არ შეიცავს გენურ -ინჟინრულ-მოდიფიცირებულ პროდუქტებს.


აღწერა: გარეგნული იერით წარმოადგენს სითხეს.


გამოშვების ფორმა: დაფასოებულია 500 გ-იან, 5კგ-იან პლასტიკის ბოთლებში.


შენახვის პირობები: ინახება მწარმოებელი ორგანიზაციის შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, კარგად ვენტილირებად სათვასოში,  არაუმეტეს 5-25°C ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 12 თვე დამზადების დღიდან.

აკრძალულია გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

II.    გამოყენების ჩვენებები

პროდუქტი რუმენოლ ფასტი (Rumenol fast) აძლიერებს ფაშვის მოტორიკას. პრეპარატი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასტიმულირებს კუჭის წვენისა და ნაღვლის სეკრეციას. Rumenol fast აღძრავს მადას და ამცირებს ანთებით პროცესებს. სპეციალურად არჩეული ბალახების წყალობით პრეპარატი ეფექტურია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაში გადახრების შემთხვევაში. ამ მიზეზით პრეპარატი რეკომენდებულია ცხოველთათვის, რომლებსაც აღენიშნათ ფაშვის მოტორიკის დარღვევა, საკვების მიღების შემცირება, ასევე კუჭის აშლის ან აციდოზის შემთხვევები.


III.    გამოყენების წესი

  

ძროხებს რომლებსაც აღენიშნათ ფაშვის მოტორიკის დარღვევა და საკვების მიღების შემცირება პრეპარატი ეძლევა ორალურად (უშუალოდ პირში ჩადებით) დოზით 500 გრამი დღეში.



დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ