პრიმავილინი LA / Primavilin-LA

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.


მწარმოებელი: ვილსანი, თურქეთი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის დიჰიდრატს 200მგ.


გამოყენების ჩვენებები:


გამოიყენება მწვავე რესპირატორული და შარდ - სასქესო გზების ინფექციების, მეორადი ბაქტერიული ინფექციებისა და ვირუსული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა, თურქული, პასტერელოზი, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, ღორის წითელი ქარი, ჯილეხი, არავირუსული ეტიოლოგიის პნევმონია და გასტროენტეროკოლიტი, მასტიტი, ენდომეტრიტი, ვაგინიტი ინფექციური აბორტი და ტრანსპორტირებით გამოწვეული სტრესების დროს.


გამოშვების ფორმა: 50მლ; 100მლ და 250მლ საინექციო ხსნარი ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები


გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების და თხების სამკურნალოდ, შემდეგი დოზებით:


ფარმაკოლოგიური დოზა: 20მგ/კგ ც. წ-ზე.


პრაქტიკული დოზა: ერთჯერადი ინექცია ღრმად კუნთში, 1მლ ყოველ 10კგ ც.წ-ზე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორება 72 საათის შემდეგ.


შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ