ძაღლებისა და კატების ყურების მოსავლელი საშუალება / Over Otimax

ძაღლებისა და კატების ყურების მოსავლელი საშუალება / Over Otimax
(მწარმოებელი ფირმა „Over Group Spółka z ograniczoną odpowiedzialnością Spółka Komandytowa”)


შემადგენლობა


Aqua, Propylene Glycol, Aloe Barbadensis Leaf, Cocamidopropyl Betaine, Caprylyl GLycol, Phenoxyethanol, Hexylene Glycol, PEG 40, Hydrogenated Castrol Oil, Calendula Officinalis Flower Extract, Polysorbate 80


ჩვენებები


სპეციალურად შერჩეული კომპოზიციის წყალობით პრეპარატი ხელს უწყობს ყურში წარმოქმნილი ნადების გახსნას. გულყვითელა ანელებს გაღიზიანებას, ატენიანებს და აჯანსაღებს ყურების კანს, ხოლო ალოე ვერას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებები.


Over Otimax არის იდეალური საშუალება თქვენი ცხოველების ყურების ჰიგიენისათვის.


გამოყენების წესი


ცხოველის ზომის მიხედვით ჩაასხით 3-15 წვეთი ყურის სასმენ ხვრელში. შემდეგ გულმოდგინედ დაუზილეთ ყურის ძირი დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ მიეცით ცხოველს საშუალება, გამოიბერტყოს ყურიდან სითხე, ხოლო ჭარბი ნადები მოაცილეთ ბამბის ტამპონით.


პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება შეიძლება კვირაში ერთხელ. ვეტერინარი ექიმის რეკომენდაციით პროდუქტის გამოყენება ყოველდღიურად შესაძლებელია.


შეფუთვა: 130 მლ ფლაკონი ქაღალდის კოლოფში

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ