ბუსოლი / BUSOL

ბუსოლი

 

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰორმონალური პრეპარატი.

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ბოცვერი.

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს: ბუსერელინის აცეტატს 0,0042 მგ (ექვივალენტურია ბუსერელინის 0,004მგ).

დამხმარე ნივთიერებებს: ბენზილის სპირტი 20 მგ/მლ.

გამოშვების ფორმა: 5 ფლაკონი 10 მლ ოდენობით, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატ ბუსოლის მოქმედი ნივთიერება ბუსერელინის აცეტატი სინთეზური ანალოგია გონადოტროპინ-რელიზინგის ჰორმონის, ჰიპოთალამუსის მალუთეინიზირებელ ჰორმონის (მჰ) და ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონის (ფმჰ). მოქმედების მექანიზმი ბუსერელინის ნატურალური გონადორელინის (GnRH) იდენტურია. ჰიპოთალამუსში ნეიროსეკრეციის სტიმულირებით ბუსერელინი ასტიმულირებს გამოთავისუფლებულ ფოლიკულმასტიმულირებელ ჰორმონს (ფმჰ) და მალუთეინიზირებელ ჰორმონს (მჰ) ჰიპოფიზიდან სისხლში. სისხლის ნაკადით ეს ჰორმონი ხვდება საკვერცხეში და იწვევს ფოლიკულის მომწიფებას, ოვულაციას და ლუთეინიზაციას.

ვენაში ინექციის შემდეგ ბუსერელინი გარდაიქმნება ძალიან სწრაფად, ნახევარდაშლის პერიოდი ვირთხებში მიიღწევა 3-4,5 წთ-ში, ზღვის გოჭებში 12 წთ-ში. ბუსერელინი გროვდება ღვიძლში, თირკმელებში და ჰიპოფიზში. მაქსიმალური კონცენტრაცია ჰიპოფიზში აღინიშნება 60 წთ-ის შემდეგ.

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის ოვულაციის ინდუქციისათვის, დომინანტი ფოლიკულიტის; დენის სინქრონიზაციისა და ოვულაციის ინდუქცისათვის ბუნებრივი და ხელოვნური დათესვლის შემდეგ; საკვერცხეების სამკურნალოდ ფოლიკულური კისტის დროს.

ცხენის და დედაღორის ოვულაციის ინდუქციის სინქრონიზაციისათვის, განაყოფიერების გასაუმჯობესებლად ბუნებრივი და ხელოვნური დათესვლის შემდეგ; ოვულაციის ინდუქციისათვის დენის პერიოდში, განაყოფიერების დასაჩქარებლად.

ბოცვერის განაყოფიერების გასაუმჯობესებლად; განაყოფიერების დროს ოვულაციის ინდუქციის სინქრონიზაციისათვის.

გამოყენების წესი და დოზირება:

მსხვილფეხა პირუტყვს და ღორს: 10-20მკგ ბუსერელინი ერთ სულზე

ცხენს: 20-40 მკგ/ერთ სულზე
ბოცვერს: 0,8 მკგ/ერთ სულზე
ბუსოლის საინექციო ხსნარი შეყავთ კუნთში, ერთჯერადად, დოზით 0,004 მგ/მლ, ასევე დასაშვებია ინექცია ვენაში (ცხენი) და კანქვეშ (ცხენი და ბოცვერი).

 

 

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ძირითადი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

არ ენიშნება მაკე ცხოველებს.

დაყოვნების პერიოდი:

მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენის, დედაღორის, ბოცვერის ხორცი – 0 დღე;

რძე - 0 დღე

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 0 -დან 25 ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი:  INVESA, ესპანეთი


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ