აპსაჩემ პეროქსიდი 50
სადეზინფექციო ხსნარი, სასმელი წყლის ხარისხის ასამაღლებელი საშუალება
მწარმოებელი: Andres Pintaluba, s.a. ესპანეთი
I. ზოგადი ცნობები
1. სადეზინფექციო ხსნარი აპსაჩემ პეროქსიდი 50 (Apsachem peroxide 50), გამოიყენება სასმელი წყლის ხარისხის ასამაღლებელად და სასმელი წყლის სადეზინფექციოდ (ბიოციდი).
2. შეიცავს: წყალბადის ზეჟანგს 50% და დამხმარე ნივთიერებებს ქ.ს. 100%-მდე.
3. სადეზინფექციო ხსნარი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 1კგ-ანი ბოთლებში, 5კგ-ანი კანისტრასა და 25კგ-ან კასრებში.
დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება, მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი, სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები.
ინახება მშრალ, კარგად განიავებულ ადგილას, რომელიც დაცულია სითბოსა და მზის სხივებისაგან 5-დან 350C-ზე. შეინახეთ აალების წყაროსაგან მოშორებით, მჟანგავი, მაღალ მჟავური და ტუტე ნივთიერებებისაგან მოშორებით.
გახსნის შემდგომ კონტეინერი დახურეთ ფრთხილად, ყურადღებით და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, რათა თავიდან აირიდოთ მისი დაღვრა.
II. ბიოლოგიური თვისებები
4. აპსაჩემ პეროქსიდი 50 ექვემდებარება ბიოლოგიურ დაშლას, სრულად დაშლადი პროდუქტი, ნარჩენებს არ ტოვებს. გარემოზე ზემოქმედების გარეშე ის წარმოშობს სუფთა შუალედურ პროდუქტებს. მთავარი კომპონენტი წყალბადის ზეჟანგი იშლება ჟანგბადად და წყლად.
5. გააჩნია მოქმედების ორმაგი მექანიზმი: სულჰიდრილის ჯგუფების ჟანგვა და ბაქტერიული ფერმენტების ორმაგი ბმა ჟანგბადის მოქმედების მეშვეობით. თავისუფალი სულჰიდრილის ჯგუფები ქმნიან დისულფიდურ ხიდებს, რითაც იცვლება იმ ცილების კონფორმაცია, რომელიც ფერმენტებს ქმნიან, რასაც შედეგად მოყვება ფუნქციის დაკარგვა და საბოლოოდ უჯრედის სიკვდილი. სუპეროქსიდური იონების რეაქცია (წყალბადის ზეჟანგის დაშლისგან წარმოშობილი ჟანგბადისგან) ქმნის ჰიდროქსილის რადიკალებს, რომლებიც უტევენ ლიპიდურ მემბრანას, დნმ-ს და სხვა უჯრედულ კომპონენტებს.
6. წყალბადის ზეჟანგის მიერ ჟანგბადის გამოშვება იწვევს ბუშტების წარმოქმნას ან აქვს შუშხუნა მოქმედება, რასაც ზედაპირების მექანიკური წმენდის ეფექტი აქვს. ეს მექანიკური ქმედება ხორციელდება მხოლოდ ბუშტების წარმოშობისას.
III. გამოყენების ჩვენებები, დოზირება
7. აპსაჩემ პეროქსიდი 50 ბიოლოგიურად დაშლადი ბიოციდი გამოიყენება სასმელი წყლის დასამუშავებლად. აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის ბაქტერიების, ობის სოკოს, საფუარის, ვირუსებისა და სპორების მიმართ.
pH-ის ფართო სპექტრით ეფექტურია სხვა სადიზნფექციო საშუალებებთან შედარებით.
ბიოციდი გამოიყენება მუდმივად (უწყვეტად), ავტომატური დოზატორის გამოყენებით. სადეზინფექციო საშუალებით დამუშავება უნდა მოხდეს გადამანაწილებელ ავზში, რათა საკმარისი დროით წყალში დაყოვნებით, მიღწეული იქნას მისი ერთგვაროვნება.
სასმელ წყალში ზეჟანგის ნარჩენის გაზომვა უნდა მოხდეს ყოველდღიურად, მოწყობილობის ყველაზე დაშორებულ წერტილში. ხოლო მიღებული მონაცემები უნდა აღირიცხოს.
წყლის ხარისხი უნდა შეფასდეს დამუშავებამდე, აპსაჩემ პეროქსიდი 50-ის სწორი და ადეკვატური დოზირებისათვის გამოყენებამდე საჭიროა ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება.
წყლის სათანადოდ გასუფთავება იწყება წყლის მილების სისტემატური გასუფთავებით.
- საწმენდი პროდუქტის კონცენტრირებული ხსნარი ეფექტურად აშორებს ბიოაპკს ან ლექს წყლის მილებს.
- წყლის მილების გაწმენდა: საჭიროა წყლის მილების გასუფთავების სტანდარტული პროგრამის დადგენა, რომელიც მოიცავს წყლის მილების საგულდაგულო გასუფთავებას და დრენაჟს.
- "ხისტი წყალი" და/ან ტუტე pH: მჟავის გამოყენება ზრდის ბიოციდის ეფექტურობას და აუმჯობესებს წყლის ხარისხს.
- სასმელი წყლის სისტემის მომსახურება: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასმელი წყლის გაწმენდის პროგრამის დადგენა და საგულდაგულოდ შესრულება.
8. აპსაჩემ პეროქსიდი 50-ის გამოყენება უნდა მოხდეს ავტომატური დოზატორით (დოზატორი ტუმბო), სადეზინფექციო საშუალება შეჰყავს წყლის ავზის შემშვებში. კონცენტრაციით – 3-5კგ/100, 000 ლ-ზე.
ეს სიდიდე ფიქსირებული არ არის და შესაძლებელია მისი გაზრდა წყლის მიკრობული დატვირთვისა და მასში არსებული ბაქტერიების ტიპის მიხედვით.
ქსელის ყველა წერტილში უნდა იყოს ზეჟანგის ნარჩენის მინიმუმ 5,2 მემილიონედი ნაწილი იმისთვის, რომ მოხდეს გადამანაწილებელ ქსელში შესაძლო დაბინძურების (ბიოაპკი) იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება.
IV. პირადი პროფილაქტიკის ზომები
9. რეკომენდებული არ არის სამუშაო ხსნარის წინასწარ მომზადება, რადგან წყალთან შეხებისას პროდუქტი იწყებს მოქმედებას და სადეზინფექციო მახასიათებლები კლებულობს. ასევე დაუშვებელია დაღვრილ პროდუქტთან შეხება, ვინაიდან შეილება გამოიწვიოს დამწვრობა.