აპსაციდ პლუს / Apsacid Plus Liq

აპსაციდ პლუს

თხევადი შემამჟავებელი, გამოიყენება ვეტერინარიაში ფრინველებისა (ბროილერი, კვერცხმდები ქათამი) და გოჭებისათვის
მწარმოებელი: Andres Pintaluba, s.a.  ესპანეთი


I.    ზოგადი ცნობები


1.     აპსაციდ პლუს ლიქ პერორალურად მისაღები ხსნარი Apsacid Plus Liq (Solution oral), თხევადი შემამჟავებელია, რომელიც გამოიყენება ფრინველებისა (ბროილერი, კვერცმდები ქათამი) და გოჭებისათვის.

 

2.     პერორალურად მისაღები ხსნარის 1 ლიტრი შეივაცს: კალიუმის ქლორიდს, ნატრიუმის ქლორიდს, ჭიანჭველმჟავა 25%, რძემჟავა 40%, პროპიონმჟავა 20%;

 

3.     თხევადი შემამჟავებელი დაფასოებულია მუყაოს კოლოფში და მოთავსებულია მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 1ლ ბოთლებში; 5ლ კანისტრასა და 25ლ დოლურაში.


დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება  და მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები. წარწერა "გამოიყენება ვეტერინარიაში" პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.

 

ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია წარმოების თარიღიდან 2 წელი.


II.    ბიოლოგიური თვისებები


4.    აპსაციდ პლუს ლიქ-ის ორგანული მჟავები ამცირებენ კუჭნაწლავის pH-ს (5-მდე წევს დაბლა) და ახასიათებთ ბაქტერიციდული ეფექტი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გრამუარყოფითი და გრამდადებითი პათოგენების მიმართ. პროტეოლიზური ფერმენტები ანგრევენ უჯრედის მემბრანას და გავლენას ახდენენ დნმ-ს დუბლირების მექანიზმზე, ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას.


III.    გამოყენების ჩვენებები, დოზირება


5.    საკვებდანამატი გამოიყენება ინტენსიურ წარმოებაში მუდმივად სტრესის ქვეშ მყოფი ცხოველების მიმართ, რომელიც გამოწვეულია მჭიდრო თანაცხოვრებით, შეჯგუფებებით,  სივიწროვით და ხელს უწყობს ინფექციური აშლილობების განვითარებას. ავლენს დადებით გავლენას ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე, საკვების შეთვისებაზე, ასევე გამოავლინა ბაქტერიციდული და ფუნგიციდური მოქმედება საფუარის, ობის სოკოს საწინააღმდეგოდ, იცავს სხვადასხვა სახის ნაწლავური დაავადებებისგან.

განსაკუთრებულად სასარგებლოა:

 

-    მიზნობრივი სახეობების ადრეულ ეტაპზე აუმჯობესებს საკვების კონვერსიის კოეფიციენტს, უზრუნველყოფს წონამატის სტიმულაციას და ხელს უწყობს ზრდა-განვითარებას.

-    აუმჯობესებს ყოველდღიურ წონამატს და გამოკვების ეფექტურობას.

საკვების შემჟავებით გამოწვეული სარგებელი:

-    უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ მოქმედებას;

-    ხელს უშლის მიკრობულ დაბინძურებას და აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას;

-    აუმჯობესებს იმუნურ სისტემას;

-    აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას, კუჭნაწლავში pH–ის დაწევით;

-    იცავს რძემჟავა ბაქტერიის ზრდას;

-    აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავებას კუჭქვეშა ჯირკვლის და ნაღვლის სეკრეციის მეშვეობით.

-    ზრდის ყოველდღიურ წონამატს და გამოკვების ეფექტურობას;

-    ნაწლავების კედლის უჯრედებს აწვდის ენერგიას;

-    აკონტროლებს პათოგენურ ბაქტერიებს ცხოველის საკვების მომნელებელ ტრაქტში;

-    ხელს უშლის ნაწლავურ დისფუნქციას და ხელს უწყობს ენტეროდარღვევების პრევენციას;

-    ამცირებს დაავადებებს, რომლებიც გამოწვეულია ცხოველის პირის ღრუსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში აღმოჩენილი პათოგენური ორგანიზმებით;

-    ხელს უწყობს საკვების მიღებას და საკვები ნივთიერებების შეწოვას;

-    აუმჯობესებს წყლის და საკვების ჰიგიენას;

 

 

6.    გამოყენების წესი და დოზირება: წყლის pH–ის საწყისი მაჩვენელის გათვალისწინებით საკვებდანამატი მიიღება პერორალურად სასმელ წყალთან ერთად. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
სასმელი წყლის შემჟავებისთვის: 0.2-1.0მლ/ლ სასმელ წყალზე,

 

მაქსიმალური დოზა: 2მლ/ლ სასმელ წყალზე.

მკურნალობის კურსი 3-5 დღე, კვირა მონაცვლეობით.

ბროილერებს: ცხოვრების პირველი 5-7 დღე. იმუნიზაციიდან ერთი კვირის შემდეგ. დაკვლამდე, ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების ან კოქციდიოსტატიკების გამოყოფის შემდეგ;

კვერცხმდებელ ქათმებს: კვერცხდების დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში (დაახლოებით 22 კვირის ასაკის). როცა კლინიკური ნიშნები მიუთითებენ ბაქტერიულ დაბინძურებაზე.

ვაქცინაციის შემდეგ გოჭებს: ასხლეტიდან პირველი კვირის განმავლობაში.

გოჭები 6-დან 8 კვირამდე ასაკის: ასხლეტიდან პირველი კვირის განმავლობაში.


7.    გამოყენებისას უკუჩვენებები მითითებული არ არის;


8.    დაყოვნების პერიოდი საჭირო არ არის. არ ტოვებს ტოქსიკურ ნარჩენებს ხორცში, რძეში, კვერცხში, ორგანოებში და ა.შ.


IV.    პირადი პროფილაქტიკის ზომები


9.    მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ