პიროტეკსი +B12+B6

პიროტეკსი+B12+B6

(Diminazin diaceturate)


წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, აქლემი, ცხენი, ძაღლი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: დიმინაზინ დიაცეტურატი;

დამხმარე ნივთიერებები: ფენაზონი; ვიტამინი B12; ვიტამინ B6 და სხვა;

გამოშვების ფორმა: 100მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიმინაზინის დიაცეტურატი  წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას აქტიურია სისხლის პარაზიტების ბაბეზიების (Babesia bovis, Babesia ovis, Babesia caballi, Babesia equи, Babesia canis), ტრიპანოსომების (Tr. congolese, Tr. vivax, Tr. brucei), თეილერიების (Theileria annulata) მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პათოგენურ უმარტივესებში აერობული გლიკოლიზის და დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებას.

ფენაზონი (ანტიპირინი) დიმინაზინის მასტაბილიზირებელია, მას ასევე ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ციებ-ცხელების  ხანგრძლივობას.

ვიტამინები B6 და B12 ხელს უწყობს სისხლმბადი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

პრეპარატის ხსნარის პარენტერალური გზით მიღების შემდეგ დიმინაზენი თერაპიულ კონცენტრაციას სისხლში აღწევს 3-4 სთ-ში და ინარჩუნებს თერაპიულ დონეს 24 სთ-ის განმავლობაში, პრეპარატი გროვდება ძირითადად თირკმელებსა და ღვიძლში, ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდთან ერთად, ლაქტაციის პერიოდში - ნაწილობრივ რძესთან ერთად.

პრეპარატი პიროტეკსი+B12+B6 ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (3 კლასი საშიშროების) რეკომენდირებული დოზებით არ ავლენს მასენსიბილირებელ, ემბრიოტოსიკურ და ტერატოგენურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი პიროტეკსი+B12+B6 გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ცხენის, აქლემის და ძაღლის სისხლის პარაზიტული დაავადებების (ტრიპანოსომოზი, პიროპლაზმოზი, ბაბეზიოზი, ჰემოსპორიდიოზი, ფრანსაიელოზი, თეილერიოზი, ცხენის ნუტალიოზი), აგრეთვე შერეული ინვაზიების (პიროპლაზმოზი და ფრანსაიელოზი) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

 გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში, ერთჯერადად.

მსხვილფეხა პირუტყვს, ცხენს, ცხვარს, თხას: სამკურნალოდ - 1მლ/20კგ ც.წ-ზე; საპროფილაქტიკოდ - 1მლ/40კგ ც.წ-ზე; დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისას - 1მლ/10კგ ც.წ-ზე; საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო დოზის გამეორება შეიძლება 24 სთ-ის შემდეგ.

ტრიპანოსომებით გამოწვეული ნაგანის დაავადების დროს, პრეპარატი გამოიყენება ორმაგი დოზით.

ძაღლების პროტოზოული დაავადებების სამკურნალოდ - 1მლ 10კგ ც.წ-ზე.

! ადგილობრივი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ერთ ადგილას უკეთდება არა უმეტეს 10 მლ.


გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას პრეპარატს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, არ იჩენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ და ალერგიულ მოქმედებას.

ძაღლებსისთვის რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების წინ ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალების პარენტერალურად მიღება.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას ცხოველებმა შეიძლება გამოავლინონ ნერვული სიმპტომები (ბრადიკარდია, სუნთქვის გახშირება, ანორექსია, ტრემორი),Aამ დროს დამატებით ენიშნებათ სიმპტომატური მკურნალობა (საგულე, ანტიჰისტამინური, დამამშვიდებელი საშუალებები, ვიტამინები, მიკროელემენტები)

უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

დაყოვნების პერიოდი

ხორცი - 21 დღე, რძე _ 3 დღე

ვადაზე ადრე იძულებით დაკლული ცხოველის ხორცი გამოიყენება ძვალ-ხორცის ფქვილის დასამზადებლად. პრეპარატი აბსოლუტურად უსაფრთხოა მომსახურე პერსონალისთვის.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმტეს 25 ℃ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 1 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა:  შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო




პიროტეკსი+B12+B6

( Piroteks +B12+B6 )


 

წამლის ფორმა

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარაზიტების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული საშუალება

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, აქლემი, ცხენი, ძაღლი

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: დიმინაზინ დიაცეტურატი;

დამხმარე ნივთიერება: ფენაზონი; ვიტამინი B12 ; ვიტამინ B6 და სხვა;

გამოშვების ფორმა: 2,36გ ფხვნილი მოთავსებული ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიმინაზინის დიაცეტურატი  წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას აქტიურია სისხლის პარაზიტების ბაბეზიების (Babesia bovis, Babesia ovis, Babesia caballi, Babesia equи, Babesia canis), ტრიპანოსომების (Tr. congolese, Tr. vivax, Tr. brucei), თეილერიების (Theileria annulata) მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პათოგენურ უმარტივესებში აერობული გლიკოლიზის და დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებას.

ფენაზონი (ანტიპირინი) დიმინაზინის მასტაბილიზირებელია, მას ასევე ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ციებ-ცხელების  ხანგრძლივობას.

ვიტამინები B6 და B12 ხელს უწყობს სისხლმბადი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

პრეპარატის ხსნარის პარენტერალური გზით მიღების შემდეგ დიმინაზენი თერაპიულ კონცენტრაციას სისხლში აღწევს 3-4 სთ-ში და ინარჩუნებს თერაპიულ დონეს 24 სთ-ის განმავლობაში, პრეპარატი გროვდება ძირითადად თირკმელებსა და ღვიძლში, ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდთან ერთად, ლაქტაციის პერიოდში - ნაწილობრივ რძესთან ერთად.

პრეპარატი პიროტეკსი+B12+B6 ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (3 კლასი საშიშროების) რეკომენდირებული დოზებით არ ავლენს მასენსიბილირებელ, ემბრიოტოსიკურ და ტერატოგენურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი პიროტეკსი+B12+B6 გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის, ცხენის, აქლემის და ძაღლის სისხლის პარაზიტული დაავადებების (ტრიპანოსომოზი, პიროპლაზმოზი, ბაბეზიოზი, ჰემოსპორიდიოზი, ფრანსაიელოზი, თეილერიოზი, ცხენის ნუტალიოზი), აგრეთვე შერეული ინვაზიების (პიროპლაზმოზი და ფრანსაიელოზი) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

 გამოყენების წესი და დოზირება

საინექციო ხსნარის მომზადება: გამოყენების წინ მზადდება 7%-იანი საინექციო ხსნარი (70 მგ დიმინაზინ დიცეტურატი / მლ-ში),  ამისათვის 2,36 გ ფხვნილს ხსნიან  12,5მლ საინექციო წყალში. კანქვეშ ან კუნთში გამოყენებისათვის

ბაბეზიიდოზების სამკურნალოდ (პიროპლაზმოზი, ბაბეზიოზი, ფრანსაიელოზი, ნუტალიოზი):

მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენს, ძაღლს: 3.5 მგ დიმინაზინ დიაცეტურატი 1 კგ. ც.წ-ზე ან 1მლ ხსნარი 20კგ. ც. წ-ზე ერთჯერადად

თეილერიოზის სამკურნალოდ

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს: 5 მგ დიმინაზინ დიაცეტურატი 1 კგ. ც.წ-ზე ან 7მლ ხსნარი 100 კგ.ც.წ-ზე 2 დღის განმავლობაში, ან 3-4 ინექცია ყოველდღიურად.

ტრიპანოსომოზის სამკურნალოდ

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხენს, ძაღლს:

Т. congolense, T. vivax: 3.5 მგ დიმინაზინ დიაცეტურატი 1 კგ.ც.წ-ზე ან 1მლ ხსნარი 20კგ.ც.წ-ზე ერთჯერადად

Т. brucei, T. evansi, T. equiperdum: 8 მგ დიმინაზინ დიაცეტურატი 1კგ.ც.წ-ზე ან 1მლ/10კგ.ც.წ-ზე

აქლემის ტრიპანოსომოზი: 1,75 მგ დიმინაზინ დიაცეტურატი 1კგ.ც.წ-ზე ან 1მლ/40კგ.ც.წ-ზე

დაავადების არაკეთილსაიმედოდ მიმდინარეობისას დაშვებულია პრეპარატის განმეორებით 24 სთ-ის შემდეგ იგივე დოზით ინექცია, დამატებით ენიშნებათ სიმპტომატური მკურნალობა (საგულე, ანტიჰისტამინური, დამამშვიდებელი საშუალებები, ვიტამინები, მიკროელემენტები)

პროფილაქტიკის მიზნით (პროტოზოული დაავადებების გამოვლენისას ან/და პროტოზოების მიმართ არაკეთილსაიმედო ადგილებში ცხოველთა გადადენისას) გამოიყენება 3.5 მგ დიმინაზინ დიაცეტურატი 1 კგ.ც.წ-ზე ან 1მლ ხსნარი 40კგ. ც. წ-ზე, საჭიროებისამებრ დასაშვებია ინექციის გამეორება 10-15 დღის შემდეგ.

თუ პრეპარატის გათვლილი მოცულობა განკუთვნილი დიდი ცხოველებისთვის აღემატება 10 მლ-ს, ხოლო პატარების 2,5 მლ-ს, ასევე ტკივილის რეაქციის გამოვლენისას, დოზა კეთდება რამოდენიმე ადგილას.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას პრეპარატს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. დოზის გადაჭარბებისას ცხოველებმა შეიძლება გამოავლინონ ნერვული სიმპტომები (ბრადიკარდია, სუნთქვის გახშირება, ანორექსია, ტრემორი),Aამ დროს მიმართეთ სიმპტომატურ მკურნალობას.

ძაღლებსისთვის რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების წინ ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალების პარენტერალურად მიღება.



უკუჩვენებები

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

დაყოვნების პერიოდი

ხორცი - 21 დღე, რძე _ 3 დღე

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი ქვეყანა:  შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ