დეზინოქსი
ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი
გამოყენების სფერო
ხსნარი განკუთვნილია მცირე ზომის წყალგამძლე ზედაპირების (პლასტმასის, რეზინის, კოროზია მედეგი მეტალის, მინის, ხის, კერამიკის და ა.შ.) დეზინფექციისთვის
შემადგენლობა: წყალბადის ზეჟანგი, ძმარმჟავა.
მოქმედების სპექტრი
ბაქტერიციდული (მ/შ ტუბერკულოციდური) –სპოროციდული - ფუნგიციდული – ვირუციდული (HBV / HIV / HCV/ COID-19)
გამოყენების წესი
- ზედაპირებს ( ავეჯის, ინტერიერის საგნებს, აპარატებისა და ხელსაწყოების) წმენდენ საშუალების ხსნარში დასველებული ჩვრით. დეზინფექციის შემდეგ დამუშავებული ზედაპირებიდან სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვა საჭირო არ არის.
გამოშვების ფორმა: დაფასოებულია 300მლ და 1 ლ პოლიეთილენის ბოთლში,
შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, მშრალ, ბნელ, სინათლისგან და მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილას, 5-25 ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.
მწარმოებელი: შპს“ბიოტეკსი“, საქართველო