ვილ-ფლოქსი / Vil-Floks

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
: ანტიბაქტერიული საშუალება, ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა:
მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, კატა, ძაღლი, შინაური ფრინველი.


მწარმოებელი:
ვილსანი, თურქეთი.

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს:
ენროფლოქსაცინს 100 მგ.


გამოყენების ჩვენებები:


შინაური ფრინველები


გამოიყენება მიკოპლაზმური ინფექციების - ინფექციური სინოვიტი და პოლიცეროზიტი, ინდაურის მგუდავი ანთება და სხვა მიკოპლაზმური ინფექციები. ბაქტერიული ინფექციები: კოლი და კოლისეპტიცემია - კოლიბაცილოზი, ტიფი, პარატიფი და პულოროზი, ჰემორაგიუკლი სეპტიცემია-პასტერელოზი, ქოლერა, გადამდები სინუსიტი, ავიანური ფსევდოტუბერკულოზი, ფსევდომონიაზი, ვიბრიოზი, ტულარემია, ლისტერიოზი, ქალმიდიის ინფექციები, ჰისტომონიაზი, ჰეკსამიტიოზი, სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციები, ლარინგოტრაქეიტი, სპიროქეტოზი, ინფექციური ჰეპატიტი, წიწილების ადრეულ ასაკში დახოცვა, ვირუსული ინფექციების მეორადი გართულებები გამოწვეული სტრესული მდგომარეობით.


შინაური ცხოველები


მიკოპლაზმური ინფექციები - ახალშობილი ცხოველების გადამდები და ენზოოტიური პნევმონია, პოლიართრიტი, მასტიტი, აგალაქტია, გადამდები კერატოკონიუქტივიტი და ვულვოვაგინიტი. ბაქტერიული ინფექციები - ახალშობილთა სეპტიცემია, კოლისეპტიცემია, დიზენტერია, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, კლოსტრიდიოზი და ღვიძლის ინფექციური ნეკროზი, ენტერიტი, მასტიტი, აგალაქტია, მეტრიტი, ჰემორაგიული სეპტიცემია, პასტერელოზი, ციება, ენზოოტიური პნევმონია, ბრონქოპნევმონიით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და უროგენიტალური გზების ინფექციები, აგრეთვე გარე ყურის, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები.


გამოშვების ფორმა: 100 მლ ფლაკონში და 1ლ ბოთლში.


გამოყენების წესი და დოზები:


 მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის


მსხვილფეხა პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა - 0,5მლ/10კგ ც.წ-ზე.


კატა, ძაღლი - 0,1-1მლ/2-20კგ ც.წ-ზე.


შინაური ფრინველი
- დღეში 1მლ/10კგ ც.წ-ზე (რეკომენდებული დოზის საფუძველზე 10 მგ ენროფლოქსაცინი ყოველ 1კგ ც.წ-ზე).


1ლ პრეპარატი ერევა 1000 ლ სასმელ წყალში.


შენახვის პირობები: ინახება ბნელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის (15-25ºC) ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ