რატინოლი
ბრომადიოლონი 0.005% - (Bromadiolone 0.005%)
Bromadiolone
მღრღნელების საწინააღმდეგო სადერატიზაციო საშუალება
მწარმოებელი კომპანია: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო
I. ზოგადი ცნობები
1. სადერატიზაციო (როდენტიციდური) საშუალება ბრომადიოლონი 0.005% (რეთსქილერი) - (Bromadiolone 0.005%) წარმოადგენს მზა ფორმის გრანულირებულ მისატყუარს და გამოიყენება მღრღნელების გასანადგურებლად.
2. შემადგენლობა: ბრომადიოლონი 0.005%-ანი
3. გამოშვების ფორმა: გრანულირებული მისატყუარი 60გ და 1კგ ოდენობით პაკეტებში.
დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება, მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი, სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები.
ინახება მშრალ, გრილ ადგილას 18°ჩ-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
ვარგისობის ვადა _ 1,5 წელი დამზადების თარიღიდან
II. ბიოლოგიური თვისებები
4. პრეპარატი წარმოადგენს მღრღნელებთან (თაგვი, ვირთხა, მინდვრის თაგვი და სხვ.) ბრძოლის ანტიკოაგულანტურ საშუალებას. იყრება როგორც მისატყუარი, ასევე სოროებში შხამიანი საფარის შესაქმნელად.
მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება პრეპარატის მიღებიდან 3-5 დღის შემდეგ.
III. გამოყენების წესი და დოზები
5. გამოიყენება მღრღნელების ბინადრობისა და გადაადგილების ადგილებში. საყოფაცხოვრებო ობიექტებზე, დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელ, სამრეწველო შენობებსა და მათ გარშემო, ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.
პრეპარატს ათავსებენ სპეციალური საფარის ან ამისათვის სპეციალურად მორგებულ სათავსის ქვეშ სატყუარას ტიპის ყუთებში, სპეციალურ კონტეინერებში, ფარდულებში ალაგებენ სქელ ქაღალდებზე, ერთჯერადი ქაღალდის ან პლასტმასის თეფშებზე, თუნუქის ან პოლიეთილენის ნაჭერზე.
6. დახურულ შენობებსა და სათავსოებში: 60გ/10-20 მ2-ზე;
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სათეს ფართობზე: 2–3 კგ/1 ჰ-ზე;
მღრღნელების სრული განადგურებისათვის უმჯობესია ამ ღონისძიებების ორჯერადად, 10 დღიანი ინტერვალით ჩატარება.
IV. პირადი პროფილაქტიკა
7. მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც სადერატიზაციო საშუალებებთან მუშაობისას კანონმდებლობითა და მეთოდური მითითებებითაა გათვალისწინებული.
- პირადი უსაფთხოებისთვის გამოიყენეთ სპეცტანსაცმელი, ხელთათმანი, დამცავი სათვალეებო, პინცეტი ან პოლიეთილენის კოვზი.
- არ დაუშვათ საშუალების მოხვედრა ლორწოვან გარსზე ან კანზე, შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდ ოდენობის წყლით
- აკრძალულია პრეპარატთან მუშაობის დროს სიგარეტის მოწევა და საკვების მიღება.
- სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა გაირეცხოს გამოყენებული ტანსაცმელი, გულდასმით დაიბანოთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
- რატექსით შემთხვევით მოწამვლის დროს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მუშაობა. გადაყლაპვის შემთხვევაში გამოიწვიეთ ღებინება. მიეცეთ დასალევად გააქტიურებული ნახშირი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.