D კლოპანი (D-clopani)

D-კლოპანი

 

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთარაპიული ჯგუფი: პროსტაგლანდინი, ჰორმონალური პრეპარატი

სამიზნე სახეობა: ძროხა, დედაღორი, ფაშატი (ჭაკი), ბოცვერი, კატა

შემადგენლობა

1მლ შეიცავს: D-კლოპროსტენოლს (ნატრიუმის მარილი)-0,075მგ

დამხმარე ნივთიერება: ქლორკრეზოლი, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთილის სპირტი 96%, წყალი საინექციო.

გამოშვების ფორმა

2მლ ამპულა და 20მლ მინის ფლაკონში

ფარმაკოლოგიური თვისებები

D-კლოპროსტენოლი ბუნებრივი პროსტოგლანდინის F2 ალფას ფუნქციონალური ანალოგი  სპეციფიკური ლუთეოლიტური აქტივობით. მისი გამოყენება სქესობრივი ციკლის ლუთეინურ ფაზაში იწვევს ინდუცირებული ყვითელი სხეულის რეგრესიას და პროგესტერონის შემცირებას.

D -კლოროსტენოლის ერთი ინექცია  სქესობრივი ციკლის მე-7 დღიდან, ბუნებრივი ლუთეოლიზის დაწყებამდე პერიოდში, იწვევს ყვითელი სხეულის დაუყოვნებლივ გაწოვას. მისი მოქმედების მექანიზმი ოვულაციის კონტროლის დროს ეფუძნება ლუთეოლიზის ინდუქციისა და პროგესტერონის კონცენტრაციის შემცირებას,  ამასთანავე იწვევს სისხლში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გაზრდას.

D-კლოპროსტენოლის  75 მკგ კუნთში ინექციის შემდეგ დედაღორის სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას (2 მკგ/ლ) აღწევს შეყვანიდან 30 – 80 წთ-ში.

ძროხის კუნთში 150 მკგ ინექციის შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას (დაახლოებით 1,4 მკგ/ლ) აღწევს მიღებიდან  90 წთ-ში. მიღებული დოზის ელიმინაცია 0.75%-ზე ნაკლების  ხდება რძესთან ერთად, 24 საათის განმავლობაში.

D-კლოპროსტენოლი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ფეკალთან და შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება ძროხების, დედაღორის, ფაშატის, მდედრი ბოცვერის, ძუ კატების რეპროდუქციული ფუნქციის გაზრდის, რეგულირებისა და მკურნალობისთვის, მათ შორის:

–              სქესობრივი ციკლის ინდუქციისა და სინქრონიზაციისათვის (დეკეულებისა და ძროხების), ასევე ნეზვებში დაგოჭანების სინქრონიზაციისათვის;

–              საკვერცხეების, მშობიარობის შემდგომი და ანესტრუსის ფუნქციური დარღვევები (დეკეულებისა და ძროხების ფარული ახურება, დიესტრუსის შეწყვეტა, ემბრიონის განვითარების შეჩერება, ლაქტაციის ანესტრუსი, ცრუ მაკეობის შეწყვეტა),

–              ფაშატის (ჭაკი) ნორმალური და პათოლოგიური მაკეობის შეწყვეტა (მაკეობის პირველ ნახევარში).

–              ძროხების და დეკეულების საკვერცხეების ფუნქციონალური დარღვევების (პერსისტენტული ყვითელი სხეულის, ლუთეინური კისტის) მკურნალობა;

–              მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტის და პიომეტრიტის (კომბინირებული თერაპია ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად) დროს;

გამოყენების წესი და დოზები

სქესობრივი ციკლის სინქრონიზაცია და ინდუქცია:

–              ძროხებისა და დეკეულების ფიზიოლოგიური სიმწიფის მიღწევისას პრეპარატი მიიღება – 2მლ /ერთ სულზე, ორჯერ 10 დღის ინტერვალით.

პრეპარატის პირველი დოზის მიღება ხდება სქესობრივი ციკლის ყველა ეტაპზე (ხბოს მოგებიდან 40-60 დღის შემდეგ), მეორე დოზა მიიღება პირველი დოზის მიღებიდან მე-11 დღეს, რასაც მოჰყვება ინსემინაცია, მეორე მიღებიდან 72-76 სთ-ის შემდეგ.

ახურების (მძუვნობის) ნიშნების არ არსებობისას: პირველი დოზის მიღებიდან მე-11 დღეს პრეპარატი ხელახლა მიიღება იგივე დოზით. თუ ინსემინაცია ჩატარდება ახურების ნიშანების გამოვლენის გარეშე, მაშინ ცხოველებს ანაყოფიერებენ პრეპარატის განმეორებითი ინექციდან 72 – 96 სთ-ის შემდეგ.

დადებითი შედეგის მისაღწევად განაყოფიერება უნდა ჩატარდეს პრეპარატის გამოყენების შემდეგ პირველივე ახურებისთანავე.

–              დედაღორი (გოჭების ასხლეტიდან 10-12 დღის შემდეგ)  ახურების ნიშანების გამოვლენის გარეშე და სარემონტო ნერბები,  ფიზიოლოგიურ სიმწიფეს მიღწეულები ახურების ნიშნების გარეშე – 0,7 მლ/ცხოველზე ერთჯერადად.

–              დედაღორის და ნერბის დაგოჭიანების გაზრდისთვის – 0,7-1მლ/ერთ სულზე ერთჯერადად, ახურებამდე 3 დღით ადრე ან მაკეობის 113-114 დღეზე.

–              ფაშატი (ჭაკი): 1 მლ ერთჯერადად, მისი მიღება ხდება ახურებიდან 5-13 დღის პერიოდში, ოპტიმალური პერიოდია პრეპარატის მიღებიდან 4-6 დღე.

–              ბოცვერი: 0,2-0,3 მლ ერთჯერადად, განაყოფიერება 24-48სთ-ში;

–              კატა: 0,2მლ ერთჯერადად, განაყოფიერება 24 სთ-ში

საკვერცხეების ფუნქციონალური დარღვევების (ლუთეინური კისტა და პერსისტენტული ყვითელი სხეულის) მკურნალობა:

–              ძროხებსა და დეკეულებს:  2 მლ/ სულზე ერთჯერადად, დიაგნოზის დადგენისთანავე. ახურების ნიშნების გამოვლენისას ტარდება ორჯერადი განაყოფიერება (ინსემინაცია), ხოლო ახურების ნიშნების არ არსებობისას იმეორებენ იგივე დოზით პირველი შეყვანიდან მე-11 დღეს, ცხოველებს ანაყოფიერებენ პრეპარატის განმეორებითი ინექციდან 72–76 და 96 სთ-ის შემდეგ.

–              ფაშატს დიაგნოზის დადგენისთანავე – 2 მლ/სულზე ერთჯერადად. განაყოფიერება ტარდება 4-6 დღის შემდეგ.

     მშობიარობის შემდგომი სუბინვოლუციური საშვილოსნოს პროფილაქტიკისა და ენდომეტრიტების ექსუდაციური და ქრონიკული ფორმების სამკურნალოდ:

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ