წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
სამიზნე სახეობა: ბატკანი, ხბო,ინდაური, ქათამი.
მწარმოებელი: ვილსანი, თურქეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ენროფლოქსაცინს 200 მგ.
გამოყენების ჩვენებები
ვილ-ფლოქს ფორტე პერორალური ხსნარი გამოიყენება მეხორცული მიმართულების ინდაურებისა და ქათმების, ასევე ხბოებისა და ბატკნების, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების (პლევროპნევმონია, გასტროენტერიტი, სეპტიცემია, კოლიბაქტერიოზი და რბილი ქსოვილების სხვა დაავადებები) მკურნალობისთვის, ასევე ვირუსული დაავადებების ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიული დაავადებების მკურნალობისთვის.
გამოშვების ფორმა: 100მლ და 1000 მლ პოლიეთილენის ბოთლში.
გამოყენების წესი და დოზები
ბატკანი და ხბო:
ფარმაკოლოგიური დოზა: 5 მგ/კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ
პრაქტიკული დოზა: გამოიყენება პერორალურად წყლთან ერთად, დოზით 1მლ/40კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ.
ინდაური და ქათამი:
ფარმაკოლოგიური დოზა: 10მგ/კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ.
პრაქტიკული დოზა: გამოიყენება პერორალურად წყალში გახსნილი 1მლ/20კგ ც.წ-ზე, დღეში ერთჯერ
1000 ფრთა ფრინველისთვის
ცხოველის ასაკი |
ცოცხალი წონა საშუალო (გ) |
დასალევი წყლის ოდენობა (ლ) |
Vilflox forte-ს დოზა (მლ) |
1 დღე |
50 |
5 |
2.5 |
1 კვირა |
200 |
20 |
10 |
2 კვირა |
400 |
40 |
20 |
3 კვირა |
750 |
60 |
40 |
4 კვირა |
1200 |
100 |
60 |
5 კვირა |
1650 |
140 |
80 |
6 კვირა |
2000 |
180 |
100 |
გამოჯანმრთელების მდგომარეობის მიხედვით თერაპია გრძელდება 3-5 დღე. რთული და ქრონიკული ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.