აპოდერმი

აპოდერმი (APODERM)

Chlortetracycline hidroochloride

 

წამლის ფორმა  სუსპენზია:  სპრეი გარეგანი გამოყენების, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი დერმატოლოგიაში გამოყენების

ATCvet code: QD06AA02

სამიზნე სახეობა: მსხილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა

შემადგენლობა

100 მლ შეიცავს: ქლორტეტრაციკლინს (ჰიდროქლორიდი) 2,15 გ

დამხმარე ნივთიერებები: საღებავი (ლურჯი), მაგნიუმის ქლორიდი, ეთანოლი 96%.

გამოშვების ფორმა: აეროზოლი, 100 მლ ოდენობით მოთავსებული 335 მლ-იანი ტევადობის ალუმინის ფლაკონში 
ფარმაკოლოგიური თვისებები

მიკრობსაწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების ერთობლივი ზემოქმედებით მიკრობის უჯრედზე.

   ქლორტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის Streptococcus spp., Staphylococcus aureus , Escherichia spp., Shigella spp., Salmonella spp., Enterobater spp., Pasteurella spp., Klebsiella spp., Leptospira spp., Listeria monocytogenes , Fusobacterium spp., Clostridium spp., Mycoplasma spp., Chlamydia spp., Haemophilus spp., Bacillus spp., Actinomyces bovis , Bordetella spp., Brucella spp., Treponema spp., Rickettsia spp. ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი ეფუძნება მემბრანული უჯრედის ცილისა (რიბოსომების ფუნქციის ბლოკადა) და რნმ სინთეზის დათრგუნვას. გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველებისა და წვრილი შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) კანის სახვადსხვა სახის ინფექციური დაზიანებების დროს:

- ჭრილობების (მათ შორის ქირურგიული, ტრავმული), დერმატიტების, ეგზემების, ძნელად შეხორცებადი ჭრილობების;

- რქების, ჩლიქებისა და ჩლიქებშორისი ინფექციების ( ჩლიქის ლპობა);

- ღია აბსცესების, წყლულების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატის გამოყენებამდე დაზიანებულ ადგილებს ასუფთავებენ ჭუჭყისაგან, აცილებენ მკვდარ ქსოვილებს. აეროზოლიან ფლაკონს კარგად ანჯღრევენ. დაამუშავეთ დაზიანებული ადგილები 15-20 სმ მანძილიდან მიფრქვევით, მცირე დაზიანებებისას  მიაფრქვიეთ 1-2 წამის განმავლობაში დღეში ერთჯერ ან ორჯერ. რქოვანისა და ჩლიქების დაზიანებებისას პრეპარატი მიაფრქვიეთ 2-ჯერადად 30 წამიანი ინტერვალით,  დღეში 2 ჯერ.

 მკურნალობის კურსი  გრძელდება 3 დან 8 დღემდე, მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ დაზიანების სიმძიმისა და მისი შეხორცების დინამიკის გათვალისწინებით.

მიფრქვევის შემდეგ ცხოველს არ აძლევენ პრეპარატის ალოკვის საშუალებას 5 წუთის განმავლობაში.

უკუჩვენებები

არ გამოიყენება ქლორტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე ცხოველებში.

ნუ გამოიყენებთ ლაქტაციის პერიოდში ცურის დასამუშავებლად, როცა რძე გამიზნულია ადამიანების საკვებად გამოყენებისათვის. 
გვერდითი მოვლენები 

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.

ადგილობრივად კანის გაღიზიანება შეიძლება მოხდეს ძალზედ იშვიათად.

დოზების გადაჭარბება:

რამდენადაც პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი ხმარებისათვის, ინტოქსიკაცია დოზების გადაჭარბებისას პრაქტიკულად შეუძლებელია.

განსაკუთრებული მითითებები

გვერდითი მოვლენების წარმოშობის შემთხვევაში ან მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური მიმართეთ ვეტერინარს.

პრეპარატი საჭიროა გამოყენებულ იქნას კარგად განიავებად შენობებში. კანზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია მათი ჩამობანვა დიდი რაოდენობის წყლით.

აკრძალულია პრეპარატის ღია ცეცხლთან ახლოს გაფრქვევა, ცარიელი ფლაკონის დაშლა ან გახვრეტა.

დაყოვნების პერიოდი:

იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, არ არსებობს შეზღუდვა ცხოველთა სახორცედ დაკვლისა და რძის საკვებად გამოყენებაზე.

ხორცი: 0 დღე

რძე: 0 დღე

 შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას, აუცილებელია მოარიდოთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას და ფლაკონის გათბობას 45°C ტემპერატურამდე.

ნუ მოათავსებთ მაცივრში ან საყინულეში
ვარგისობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Laboratorios Ovejero S.A. Ctra, ესპანეთი

 

 


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ