კალციტატი S 50

კალციტატი S 50 (Calcitat S 50)

Calcium gluconate, Magnesium chloride


წამლის ფორმა:

საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური კომპლექსი

სამიზნე სახეობა

მსხვილფეხა და წვრიფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა

შემადგენლობა

კალციუმის გლუკონატი, კალციუმის ბოროგლუკონატი ,  კალიუმის ჰიდროქსიდი , მაგნიუმის ქლორიდი , 2-ამინოეთილ-დიჰიდროგენფოსტატი, შემავსებელი.

გამოშვების ფორმა: 100 და 500 მლ მინის ფლაკონებში

ფარმაკოლოგიური თვისებები

  პრეპარატი კალციტატი ს 50  წარმოადგენს საინექციო ხსნარის ფორმის კალციუმ- მინერალურ კომპლექსს. პრეპარატი სისხლში ზრდის კალციუმის იონებისა და მაგნიუმის დონეს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას და გულის კუნთის შეკუმშვას, არეგულირებს მარილ-წყლის და ტუტე-მჟავის წონასწორობას ორგანიზმში, ახასიათებს მადესენსიბილიზებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

  კალციუმი ორგანიზმში აუცილებელია ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ის დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის კოაგულაციისთვის.

   ფოსფორი და მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის მეტაბოლიზმს. ძირითადი ფუნქცია ფოსფორის მეტაბოლიზმის მდგომარეობს, ატფ-დან ბიოლოგიური ენერგიის გადატანაში. Mმაგნიუმი წარმოადგენს არა უჯრდულ იონს და მრავალი ენზიმისათვის ასრულებს ძირითად კოფაქტორის როლს, კერძოდ, ფოსფატების გადაცემასთან დაკავშირებულთათვის, რასაც დიდი ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს.

    პრეპარატის შეყვანის შემდეგ მისი შემადგენელი კომპონენტები ადვილად აღწევენ ყველა ორგანოსა და ქსოვილებში. ორგანიზმიდან კალციუმის იონებისა და მაგნიუმის ნარჩენები ძირითადად გამოიყოფა შარდთან და ფეკალთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

კალციტატი ს 50 გამოიყენება კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის ნაკლებობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის გამოწვეული ნივთიერებეთა ცვლის დარღვევების (ოსტეოდისტროფია, კეტოზი, რაქიტი), სამშობიარო პარეზის, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომი პარეზის, მომყოლის შეჩერების დროს, ასევე როგორც ანტიალერგიული და ანტიოქსიდანტური საშუალება, მოწამლების მკურნალობისას (მჟაუნმჟავას, ფტორის მჟავას მარილებით და მძიმე მეტალებით (ვერცხლისწყლი, ტყვია, დარიშხანი) ინტოქსიკაციის დროს) :

დოზირება და გამოყენების წესი

კალციტატი ს 50 გამოიყენება ვენაში, კუნთში ან კანქვეშ

  მსხვილფეხა პირუტყვსა და ცხენს:

 კალციუმის მწვავე უკმარისობისას და მშობიარობის შემდგომ ჰიპოკალცემისას:

-              ვენაში, კუნთში 200-220 მლ/500კგ ც. წ-ზე,

 კალციუმის, ფოსფორისა და მაგმიუმის ცვლის დარღვევების პროფილაქტიკისათვის:    

-              ვენაში, კუნთში 100-150მლ/500კგ ც. წ-ზე,

 ხბოებს, ცხვარს, თხას, ღორს:

-              კუნთში ან კანქვეშ, 15 მლ./50კგ ც. წ-ზე (გოჭებს – 1,5მლ / 5 კგ ც. წ-ზე)

ძაღლებს:

-              კუნთში ან კანქვეშ, 2 მლ/10კგ ც. წ-ზე

კატებს:

-              კუნთში ან კანქვეშ, 0.5 მლ/2.5კგ ც. წ-ზე


კუნთში და კანქვეშ ინექციისას, პრეპარატის დიდი ოდენობით გამოყენებისას დოზა უნდა გაიყოს სხვადასხვა ადგილზე შეყვანის მიზნით

პრეპარატის განმეორებითი ინექცია დასაშვებია 6 სთ-ის შემდეგ, ჰიპოკალცემიის დროს - 24 საათში. პრეპარატი შეჰყავთ ნელა, საშუალოდ მრპ-ს 5-10 წთ-ში, წრპ-ს -15-30 წთ-ში.

კალციუმის მწვავე უკმარისობის სამკურნალოდ და მშობიარობის შემდგომი ჰიპოკალცემიის დროს პრეპარატი შეჰყავთ ვენაში ან დოზა უნდა გაიყოს ვენასა და კანქვეშ საინექციოდ.

პრეპარატი კალციტატი ს 50 მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება შეუზღუდავად


უკუჩვენებები

 არ გამოიყენება ცხოველებისათვის ჰიპერკალცემიის, ჰიპერპარათირეოზის, თირკმელების მწვავე უკმარისობის, ქალა-ტვინის ტრამვების, გულის უკმარისობისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ კომპონენტზე მაღალი მგრძნობელობისას.

   არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ერთდროულად საგულე გლიკოზიდებთან და გლუკოკორტიკოიდებთან ერთად.

გვერდითი ეფექტები:

შეიძლება აღენიშნოს: ანორექსია, კუნთების ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, წყურვილი. ინექციის ადგილზე შეიძლება წარმოიქმნას კანის გაღიზიანება

  ჭარბი დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემიისა ან/და ჰიპერმაგნემიის შემთხვევები კარდიოტოქსიკური ეფექტებით, როგორიცაა ტაქიკარდია პირველადი ბრადიკარდიის შემდეგ, გულის არითმია და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება.

ჰიპერკალცემიის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ინექციიდან 10 სთ-ის შემდეგ და სიმპტომების მსგავსების გამო არ უნდა შეფასდეს, როგორც ჰიპოკალცემიის რეციდივი.

ჭარბი დოზირება

   ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწ

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ