ოქსიკლინი 20% LA

ოქსიკლინი 20% LA (OXICLIN 20% LA)

Oxytetracycline hydrochloride

 

ამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთრაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი

ATCvet code: QJ01AA06

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი

შემადგენლობა

 1 მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 200მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სულფოქსილატის ფორმალდეჰიდს; შემავსებელი.

გამოშვების ფორმა: 100მლ-იანი ფლაკონი მოთავსებული მუყაოს კოლოფში

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსიკლინი 20% LA წარმოადგენს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკს (იწარმოება Streptomyces rimosus-გან), ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედებით, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების Staphylococcus spp., Bordetella spp, campylobacteriosis, Pasteurella spp., Escherichia coli, Salmonella spp., Brucella spp, Leptospira spp,. ასევე აქტინომიცეტების, მიკოპლაზმების, რიკეციების, ანაპლაზმების, სპიროქიტების, ქლამიდიების მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება ბაქტერიების, რიბოსომების ცილის სინთეზის ინჰიბირებას.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა (ცხვრის, თხის) და ღორების სამკურნალოდ ყველა ანთებითი ინფექციების, ტკივილებისა და ცხელების დროს, მათ შორის სისტემური და ადგილობრივი ინფექციების, ბრონქოპნევმონიის, მასტიტის, ბაქტერიული ენტერიტის, ართრიტის, საშარდე გზების ინფექციების, ოსტეოართრიტის, პროსტატიტის, კერატოკონიუქტივიტის, ქლამიდიოზის, ანაპლაზმოზის, ჯილეხის, ატროფიული რინიტის, ლეპტოსპიროზი, პასტერელოზის, აქტინომიკოზის, აქტინობაცილოზის, ნოკარდიოზის, ეპერიტროზოონოზის, ჰემობარტონელოზისა და ა.შ.

გამოიყენება  ფეხის ინფექციების (Fusobacterium necrophorum, Dichelobacter nodosus). რესპირატორული ინფექციების (Manheimia haemolytica, Pasteurella multocida), ენზოოტური აბორტის (Chlamydophilia abortus) სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზირება

გამოიყენება კუნთში საინექციოდ, ერთჯერადად, დოზით (20მგ ოქსიტეტრაციკლინი/კგ სხეულის მასაზე ექვივალენტურია) 1მლ /10კგ ცოცხალ წონაზე, 3 დღეში ერთჯერ.

ინექციის მაქსიმალური მოცულობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის - 10 მლ, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორისთვის - 5მლ.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ თუ ცნობილია რომ ცხოველი ჰიპერმგრძნობიარეა ტეტრაციკლინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.

ნუ გამოიყენებთ ცხოველებში, რომელთაც ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია აქვთ დარღვეული.

არ გამოიყენება ცხენებში, ძაღლებსა და კატებში.

გვერდითი მოვლენები

კუნთში ინექციის შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს გარდამავალი ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილას (შეშუპება, ტკივილი). ახალგაზრდა ცხოველებში, ოქსიტეტრაციკლინის დაგროვების გამო ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვლებისა და კბილების ნორმიდან გადახრილი შეფერილობა, შეიძლება განვითარდეს ფოტოსენსიტიური ალერგიული რეაქციები.

ურთიერთზემოქმედება სხვა პრეპარატებთან

 ერთდროულად არ ინიშნება ბაქტერიციდულ, ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ტეტრაციკლინი ცნობილია თავისი მსგავსებით და ტენდენციით წარმოქმნას წყალში გაუხსნელი კომპლექსები ორვალენტიანი კათიონებით და სამვალენტიანი, განსაკუთრებით, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და სპილენძი

დაყოვნების პერიოდი

ხორცი: 35 დღე, რძე: 24 საათი

შენახვის წესი

შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას 0-დან 25°С ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: Laboratorios Ovejero S.A. Ctra, ესპანეთი

 

 

 

 

 


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ