გლიცოგელი

გლიცოგელი (Glicogel)

(მწარმოებელი ორგანიზაცია: შპს „ბიოტკსი“ საქართველო)

I ზოგადი ცნობები

1.1.         გლიცოგელი (Glicogel) კანის დამატენიანებელი, დამარბილებელი, ანტისეპტიკური საშუალება ცურის ყოველდღიური მომვლის  საშუალება, გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის.

1.2.         შემადგენლობა:  გლიცერინი, მეთილენის ლურჯი, სოჭის ეთერზეთი, მენთოლი,  ეთანოლის სპირტი, პეგ-400, ჰეცი, გამოხდილი წყალი

1.3.         გამოშვების ფორმა: 1 ლ პოლიეთილენის ფლაკონებში

1.4.         შენახვის წესი: ინახება მშრალ ბნელ ადგილას არაუმეტეს 20°ჩ ტემპერატურაზე.





                                                                                                                                                                                         II ბიოლოგიური თვისებები

2.1.         გლიცოგელი (Glicogel) ცურის ყოველდღიური მომვლის საშუალებაა, მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები უზრუნველყოფენ კანის დამატენიანებელ, დამარბილებელ, ანტისეპტიკურ მოქმედებას.

–              გლიცერინი – იწვევს კანის დატენიანებასა და დარბილებას;

–              მეთილენის ლურჯი – ავლენს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას;

–              სოჭის ეთერზეთი – გამოხატული აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, აქრობს შეშუპებებსა და ანთებებს, ახდენს კანის რეგენერაციას;

–              მენთოლი – ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, უზრუნველყოფს გაგრილების ხანგრძლივ ეფექტს.

III.           გამოყენების ჩვენებები

3.1.         გლიცოგელი  გამოიყენება ცურის ყოველდღიური მოვლისათვის, ხელს უწყობს ცურის კანის რეგენერაციას მასტიტის წარმოქმნის გაზრდილი რისკის შემთხვევაში, კანის დატენიანებასა და სიგრილის შენარჩუნებას.

IV. გამოყენების წესი

4.1.  გელის მცირე რაოდენობა წაუსვით ცურთითის გასუფთავებულ მშრალ კანზე, ყოველი გამოწველის შემდეგ შეაზილეთ წრიული მოძრაობებით და დატოვეთ სრულ შეწოვამდე.


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ