წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული პრეპარატი, ფლორფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკი
სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, ბროილერი.
მწარმოებელი: ვილსანი, თურქეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: 100მგ ფლორფენიკოლს.
გამოყენების ჩვენებები:
ფლორვილ 10%-იანი პერორალური ხსნარი გამოიყენება შინაური ფრინველის, ბროილერის რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ (E.coli-ით გამოწვეული რესპირატორული დაავადება, კოლისეპტიცემია), რომლის გამომწვევია E.coli.
შეფუთვის ფორმა:
პრეპარატი გამოდის 100მლ, 250მლ, 1000 მლ თეთრ პოლიეთილენის ბოთლებში
გამოყენების წესი და დოზირება:
ბროილერს პრეპარატი ეძლევა პერორალურად, 20 მგ/კგ ც.წ-ზე ან 200 მლ პრეპარატი 1000 კგ ც.წ-ზე სასმელ წყალთან ერთად, 5 დღის განმავლობაში.
მკურნალობის პერიოდში დასალევად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ პრეპარატიანი წყალი. სასმელი წყალი უნდა იყოს ახალი მომზადებული და შეიცვალოს ყოველდღიურად.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის (15-25 °C ) ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.