საკვებიდანამატი “ბოჩოლა”

საკვებიდანამატი “ბოჩოლა”

საკვები დანამატი ზრდის მასტიმულირებელი მოქმედებით მეხორცული და მერძეული ხბოებისათვის 

მწარმოებელი: შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო

 

I. ზოგადი ცნობები


1. საკვები დანამატი ”ბოჩოლა” ზრდის მასტიმულირებელი მოქმედებით,  წარმოადგენს ვიტამინურ-მინერალურ, მიკროელემენტების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება მეხორცული და მერძეული ხბოების საკვების მოსამზადებლად.

2. შემადგენლობა, შეიცავს: ვიტამინებს (A, D3, E. B1, B2, B6, B12, C, K3), მინერალებს (Ca, P, NaCl, KCl, CaI2, MgSO4), მიკროელემენტებს (Fe, Cu, Mn, Zn, CO ), ბეგქონდარას ექსტრაქტს, ყანის  ნივრის ექსტრაქტს. 

3. დაფასოებულია 250გ პაკეტებში

ინახება მწარმოებლის შეფუთვაში  მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 6 თვე

II. ბიოლოგიური თვისებები

1. საკვები დანამატი ”ბოჩოლა” ზრდის მასტიმულირებელი მოქმედებით წარმოადგენს ბუნებრივი ნივთიერებებისგან მიღებულ პროდუქტს, რომელიც გამიზნულია ხბოს საკვების მოსამზადებლად, მისი შემადგენლობა იდეალურადაა დაბალანსებული, სადაც ვიტამინურ-მინერალური დანამატები, მიკროელემენტები შერწყმულია ბეგქონდარასა და ყანის  ნივრის ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიურ საწყისებთან (პოლიფენოლები, ეთერზეთები, პოლისაქაროდები), მათი სინერგიული მოქმედება (აციდოფილური ბაქტერიები) ხელს უწყობენ სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ეწინააღმდეგებიან პათოგენური მიკრობების გამრავლებას.



III.    გამოყენების ჩვენებები, დოზირება


4. საკვებდანამატი ”ბოჩოლა” ზრდის მასტიმულირებელი მოქმედებით, გამოიყენება მეხორცული და მერძეული ხბოების საკვების მოსამზადებლად.

- აადვილებს ძუძუთი კვებიდან ასხლეტას და უხეშ საკვებზე გადასვლას.

- ხელს უწყობს ფაშვის ჩამოყალიბებას

- უზრუნველყოფს ძლიერი ხბოს გამოზრდას.

- ზრდის წონამატს

- საუკეთესოა პოსტვაქცინალური და ტემპერატურული სტრესების დროს

5. გამოიყენება 1 თვის ასაკიდან 6 თვის განმავლობაში, ერევა ძირითად საკვებს 250გ/30კგ-ზე. 

IV პირადი პროფილაქტიკა

6. მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სპეცტანსაცმელი, დამცავი სათვალე, რესპირატორი). პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები, სახე თბილი წყლითა და საპნით.

7. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ