CALCI-PLUS D3
საკვები დანამატი კალციუმის, მაგნიუმის და სხვა მინერალების შემცველობით, ზრდის ძვლის ქსოვილს და კვერცხის ნაჭუჭის ხარისხს.
მწარმოებელი: ROYAL ILAC, თურქეთი
სამიზნე სახეობა: ყველა სახის ფრინველი, ბოცვერი
შემადგენლობა: კალციუმის ქლორიდი 8%, მაგნიუმის ქლორიდი 1,7%, ქლორი 2,46%, ნედლი ნაცარი 22%, ვიტამინი D3 250000 სე, თუთია 15. 000 მგ, ლიმონის მჟავა 15.000 მგ, სუფთა წყალი 74,5%
გამოყენების ჩვენებები:
კალციუმი და მაგნიუმი დადებითად მოქმედებს ყველა სახის ფრინველის ჩონჩხის სისტემის განვითარებაზე, აძლიერებს ძვლის სტრუქტურასა და კვერცხის ნაჭუჭის ხარისხს. საკვები დანამატი კალციუმის და მაგნიუმის გარდა, დაბალანსებულად შეიცავს სხვა მინერალებსაც.
· საკვები დანამატი გამოიყენება სარემონტო და ბროილერი ქათმის ჯანსაღი ძვლოვანი სისტემის შესაქმნელად;
· კვერცხის ნაჭუჭის ხარისხის ასამაღლებლად;
· ზრდა- განვითარების დასაჩქარებლად;
· პაპილარული დარღვევების დროს;
· სიარულის პრობლემების დროს;
· ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და უზრუნველყოფს მას საჭირო მინერალებით დიარეის და სხვა ბაქტერიული ინფექციების დროს;
დოზირება:
ქათამი: (სარემონტო, ბროილერი): შეურიეთ 1 ლ კალცი-პლიუსი / 1 ტონა სასმელ წყალზე, 5-6 დღის განმავლობაში.
შინაური ფრინველი: შეურიეთ 1 ლ კალცი-პლიუსი / 1 ტონა სასმელ წყალზე, 1-2 კვირის განმავლობაში.
ბოცვერი: 1 მლ/1ლ სასმელ წყალზე, 1-2 კვირის განმავლობაში.
ვიტამინიზირებული სასმელი წყალი უნდა დარჩეს 24 სთ-ის განმავლობაში და უნდა შეიცვალოს ყოველ მეორე დღეს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
გამოიყენება მხოლოდ ცხოველთა ჯანმრთელობისათვის.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
გამოყენების შემდეგ ჰერმეტულად, კარგად დახურეთ ბოთლი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ და მშრალ პირობებში მზის პირდაპირი სხივებისგან დაშორებით. არ გაყინოთ პროდუქტი.
შეფუთვა: 1 ლ, 5 ლ