ვილმექტინი / Vilmectin

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება.   

   
სამიზნე სახეობა:
  მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი.


მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ივერმექტინს  10მგ.


გამოყენების ჩვენებები


ვილმექტინი ფართო სპექტრის ენდო და ექტოპარაზიტული ეფექტის მქონე პრეპარატია. იგი გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის  და ღორის ენდო და ექტო პარაზიტებისაგან თავდაცვისა და მკურნალობის მიზნით.


მსხვილფეხა პირუტყვი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები - Ostertagia ostertagi, O.lyrata, Haemonchus placei, Trichostrongylus axei, T. colubriformis, Cooperia oncophora, C. Punctata, C. pectinata, Oesophagostomum radiatum, Bunostomum phlebotonum  (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), Nematodirus helvetianus  (მხოლოდ ზრდასრული ფორმები), Nematodirus spathiger (მხოლოდ ზრდასრული ფორმები).


ფილტვის ნემატოდები - Dictyocaulus viviparus (ზრდასრული ფორმები და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჭიები).
მატლები (პარაზიტობის სამ სტადიაში) - Hypoderma bovis, Hypoderma lineatum.


მწოველი ტილები - Linognathus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopotes capillatus.
ტკიპები - Sarcoptes scabiei, Psoroptes bovis (bovis).


თვალის პარაზიტები: Thelazia spp.

ცხვარი და თხა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთები Ostertagia spp, Haemonchus placei, Trichostrongylus spp., Cooperia spp., Oesophagostomum columbianum, Nematodirus spp., Bunostomum trigonacepalum, Chabertia ovina, Trichuris ovis;


ფილტვის ნემატოდები (ზრდასრული ფორმები და განუვითარებელი): Dictyocaulus filaria, Protostrongylus rufescens.


გარე პარაზიტები: პრჟევალსკის სილენუსი (ნოკრა), Oestrus ovis (ცხვირის ჭია) (მატლობის ფორმა), ქეცი, სისხლის მწოველები და მკბენარი ტილები, Melophagus ovinus  (ცხვრის მფრინავი ტილი),  Ornithodorus lahorensis (ფარეხის ტკიპა).

ღორი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნემატოდები (ზრდასრული და განვითარების მე-4 სტადიაში მყოფი ჰელმინთები) –Askarida suum, Hyostrongylus rubidus, Oesophagostomum spp. (მხოლოდ ზრდასრული ფორმები).


ფილტვის ჭიები:
Dictycaulus viviparous (ზრდასრულ და მატლობის ფორმებში).


გარე პარაზიტები: hypoderma bovis hypoderma lineatum, ტილები, ტკიპები და ქეცი, ნახევრად მატლები.


გამოშვების ფორმა: 20მლ, 50მლ, 100მლ და 250მლ მინის ფლაკონსა და მუყაოს კოლოფში.


გამოყენების წესი და დოზირება

ვილმექტინი ძირითადად გამოიყენება მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების, თხებისა და ღორების სამკურნალოდ. შეჰყავთ კანქვეშ, ერთჯერადად იმ შემთხვევაში თუ ვეტერინარის მიერ სხვა ფორმით არ არის დანიშნული, მაშინ პრეპარატის განსაზღვრული დოზა არის 1მლ/50კგ ც.წ-ზე (0.2მგ/კგ ც.წ-ზე).

Ostertagia spp, Dictyocaulus spp., Cooperia spp., დაავადებების შემთხვევაში ზემოთ მითითებული დოზით მიღებული სამკურნალო ეფექტი 14-28 დღის განმავლობაში გრძელდება.


შენახვის პირობები: ინახება ბნელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25ºC).


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ