PeckStone
მინერალური ქვა ფრინველისთვის, აარიდებს ქცევით დარღვევებს, აკმაყოფილებს ბუნებრივი ჩანისკარტების ინსტინქტებს.
მწარმოებელი: ROYAL ILAC, თურქეთი
სამიზნე სახეობები: ქათამი (ბროილერი, კვერცხმდებელი, სადედე, საჯიშე მოზარდი), ბატი, ინდაური, ეგზოტიკური ფრინველები.
შემადგენლობა:
კალციუმის კარბონატი, ხორბალს, შაქრის ჭარხლის მელასას, ნატრიუმის ქლორიდს, დი კალციფოსფატს (არაორგანული), მაგნიუმის ოქსიდს, სიმინდს, Carob powder, ლუცერნის ფქვილს, ზღვის ნიჟარებს
საანალიზო კომპონენტები: კალციუმი 10.57%, ნატრიუმი 4%, მაგნიუმი 2,5%, ფოსფორი 1,03%, ვიტამინი A - 10.000 სე, ვიტამინი D3 - 2.000 სე, ვიტამინი E - 20 მგ, რკინა 2.000მგ, მანგანუმი 550მგ, თუთია 350მგ, სპილენძი 150მგ, იოდი 120მგ, სელენი 4,5მგ, კობალტი 3მგ, გლიცეროლ პოლითეთილენგლიკოლ რიკინოლატი (E484) - 100.000 მგ, კალიუმის პროპიონატი 2.000 მგ.
გამოყენების ჩვენებები:
PeckStone - ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული ჩასანისკარტებელი ქვაა, რომელიც დამზადებულია მთლიანად ბუნებრივი ნედლეულიდან, ქიმიური შემკვრელების გარეშე და წარმოადგენს დამატებით მინერალურ საკვებს ფრინველებისთვის.
PeckStone აკმაყოფილებს სასოფლო-სამეურნეო ფრინველების ინსტინქტებს, ახდენს ქცევის შესაძლო დარღვევების (კანიბალიზმის) პრევენციას, ბუნებრივი ჩანისკარტების ინსტინქტების დაკმაყოფილებით.
დამატებითი მინერალური საკვები შინაური ფრინველისთვის გამოიყენება:
· ფრინველის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, უზრუნველყოფს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.
· ხელს უწყობს, ძვლის ქსოვილის წარმოქმნას, კვერცხის ნაჭუჭის ხარისხს და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობას.
· შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაკროელემენტების მაღალ დონეს: მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი და ნატრიუმი.
· ამცირებს სტრესს და ამშვიდებს ფრინველს. შესაფერისია ორგანული მეურნეობისთვის.
გამოყენების წესი, დოზირება:
PeckStone-ს ერთი ნაჭერი იდება თავისუფლად ჩასანიკარტებლად, გაანგარიშებულია 600-მდე ინდაურსა ან ქათამზე (საშუალოდ მოიხმარება: 1-4 გრამი / ფრთაზე / დღეში.)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
დამატებითი მინერალური საკვები, გამოიყენება მხოლოდ ცხოველების ჯანმრთელობისთვის.
ფერის შეცვლა არ მოქმედებს პროდუქტის შემადგენლობაზე.
საუკეთესოა თუ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.