ეკოფიტი (ECOFIT)
ეკოლოგიურად სუფთა ფიტოსაკვები მეფუტკრეობისთვის
აღწერა
კონცენტრირებული ექსტრაქტი მუქი ყავისფერი, წიწვისა და ნივრის სპეციფიკური სუნით და მწარე გემოთი
შემადგენლობა
ენდემური წიწვოვნების (სოჭი, ფიჭვი, ნაძვი) ექსტრაქტი, მწარე აბზინდა, ზღვის მარილი, ნივრის ექსტრაქტი, დამხმარე საშუალებები
გამოყენების ჩვენებები
ეკოფიტის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ფუტკრის ოჯახების წინააღმდეგობას ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლეების, ცრუ სიდამპლის, კოლიბაქტერიოზის, ვაროატოზის, აკარაპიდოზისა და ვირუსული დაავადებების მიმართ, ზრდის დედა ფუტკრის კვერცხმდებლობას, ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ფუტკრის ოჯახის განვითარებასა და პრუდუქტიულობაზე. უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებას.
ფიტოსაკვები გამოიყენება გაზაფხულზე გამოფრენების შემდეგ და შემოდგომაზე პროფილაქტიკის მიზნით, ასევე დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე.
დოზები და გამოყენების წესები ეკოფიტი გამოიყენება გაზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს, 10 მლ იხსნება თბილ (35- 40) 1ლ შაქრის სიროფში (1:1). მომზადებულ სიროფს ათავსებენ სკის ზედა საკვებურებში, ერთ ოჯახზე 500მლ ოდენობით, 2- 3 ჯერ 3-4 დღის ინტერვალით.
გამოშვების ფორმა
50 მლ პოლიეთილენის ფლაკონში
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადილას, ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
მწარმოებელი
შპს „ბიოტეკსი“, საქართველო