დოგსილანი (Dogsilan)


დოგსილანი (Dogsilan)

Febantel, Pyrantel embonate, Praziquantel, Ivermectin

წამლის ფორმა

ტაბლეტი, ძვლის ფორმის ხორცის გემოთი, პერორალურად მისაღები, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული, ანტიჰელმინთური საშუალება

სამიზნე სახეობა: ძაღლი

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს: ფებანტელს 150მგ, პირანტელ ებონატს 144მგ, პრაზინკვანტელს 50მგ, ივერმექტინი 0,06 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი (პვპ), მიკროკრისტალური ცელულოზა (მკც), მაგნიუმის სტეარატი, ხორცის არომატიზატორი

გამოშვების ფორმა: 10 ძვლის ფორმის ტაბლეტი პოლივინილქლორიდის ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი „დოგსილანი“-ს ტაბლეტები ხორცის გემოთი წარმოადგენს ფართო სპექტრის კომბი­ნი­რე­ბულ ანტიჰელმი­ნთურ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ძაღლებში ნემატოდების (მრგვალი ჭიები) და ცესტოდების (ბრტყელი ჭიები) წინააღმდეგ მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

      პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფებანტელი პრო­ბენ­ზი­მი­და­ზო­ლის ჯგუფის ანტიჰელმინთური საშუალება აქტიურია ძაღლის ორგანიზმში მოპარაზიტე ნემატოდების (მრგვალი ჭიების Ancylostoma, Uncinaria, Toxocora, Trichocephalus ლარვობისა და ზრდასრულ ფორმებზე), ცესტოდების (ლენტისებური ჭიების ლარვობისა და ზრდასრულ ფორმებზე) მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება მიკროარხებში ტუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირებას, შედეგად სტრუქტურულ, ფუნქციურ, მეტაბოლური დარღვევები ამოწურავს პარაზიტის ენერგეტიკულ რეზერვებს, რაც ნემატოდების დაღუპვას სიკვდილს იწვევს.

   პირანტელ ემბონატი წარმოადგენს პირიმიდინების ჯგუფის წარმოებულებს, პირანტელი ძალიან ცუდად შეიწოვება პერორალურად მიღებისას და მისი მოქმედება იწყება უშუალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პირანტელ ემბონატი აქტიურია: Ascaris, Toxascaris, Ancylostoma, Uncinaria-ს მიმართ. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ჰელმინთების ნერვულ-კუნთოვან იმპულსების დამბლაში.

   პრაზინკვანტელი მიეკუთვნება პირაზინიზოქინოლინის წარმოებულებს, ძლიერად მოქმედებს მრგვალ და ლენტისებურ ჰელმინთების განვი­თა­რე­ბის ნებისმიერ ფაზაზე, მათ შორის: Trichuris vulpis, Echinococcus granulosus, Echinococcus multilocularis, Diphyllobothrium latum, Dipylidium caninum, Multiceps multiceps, Taenia ssp. პრაზინკვანტელის მოქმედების მექანიზმი გამოიხატება პარაზიტის უჯრედების მემბრანების გამტარიანობის გაზრდაში კალციუმის იონებისთვის,  რაც იწვევს პარაზიტის კუნთების  შეკუმშვას და დამბლას. პრაზიკანტელი იწვევს ვაკუოლიზაციას და პარაზიტების სეგმენტების შემდგომ განადგურებას, რაც იწვევს უჯრედული კომპონენტების დაკარგვას და მათ სწრაფ სიკვდილ. პრაზინკვანტელი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ^60 წუთის შემდეგ. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში.

ივერმექტინი ავერმექტინის ჯგუფის პრეპარატია, რომელიც გამოირჩევა ანტიპარაზიტული მოქმედების ფართო სპექტრით. ავერმექტინები აქტინომიცეტ Streptomyces avermitilis -ის მაკროციკლური ფერმენტაციის პროდუქტია. ივერმექტინი აძლიერებს გამა-ამინო-ერბო მჟავას გამოყოფას, რის შედეგადაც ირღვევა პარაზიტებში ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც იწვევს პარაზიტების დამბლას და სიკვდილს. ივერმეექტინი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის პიკს 4 სთ-ის განმავლობაში აღწევს, რის შემდეგაც იგი ექსპონენციურად მცირდება. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია 1.6-დან 1.8 დღემდე. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და ნაღველთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები:

დოგსილანი გამოიყენება ძაღლების ნემატოდების (ტოქსოკაროზის, ტოქსასკარიდოზის, უნცინარიოზის, ანკილოსტომოზის, ტრი­ქო­ცე­ფა­ლატოზის), ცესტოდოზების (ტენიიდოზის, დიპილიდიოზის, ექინოკოკოზის, დიფილობოთრიოზის, მეზო­ცე­სტო­იდოზის) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ასევე დიროფილარიოზის (გულის ჭიის) პროფილაქტიკისათვის.

გამოყენების წესი და დოზირება:

 პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად, პერორალურად, ერთჯერადად 1 ტაბლეტი 10კგ ოცხალ წონაზე.

 მკურნალობის დაწყებამდე ან მის შემდეგ არ საჭიროებს მშიერი დიეტის დაცვას და საფაღარათო საშუალებების მიცემას.

ინტერვალი მკურნალობის კურსებს შორის დამოკიდებულია ცხოველის ასაკზე, ინვაზიის ხარისხზე, ხელახლა დაინფიცირების შესაძლებლობებზე, გადამტანებთან (რწყილები, კოღოები) კონტაქტის არსებობაზე და დეჰელმინთიზაციის შესაძლებლობებზე, მაგალითად, მაკეობის დროს.

დეჰელმინთიზაცია უნდა ჩატარეს 3-5 თვეში ერთჯერ, ვეტერინარის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატი განმეორებით მიიღება ყოველი დეჰელმინთიზაციიდან  15 ან 30 დღის შემდეგ.

ტრიქოცეფალოზის მკურნალობა: ვინაიდან ამ პარაზიტის განვითარების ციკლი უფრო ხანგრძლივია, რეკომენდებულია დეჰელმინთიზაცი გამეორ სამი კვირის შემდეგ და ყოველ სამ თვიშემდეგ.

დიროფილარიოზის პროფილაქტიკა: თუ ძაღლი იმყოფება არაკეთილსაიმედო ადგილებში (სანაპიროზე ან ტბის ზონაში), პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად რეკომენდებული დოზებით, უწყვეტი სქემის მიხედვით. ძაღლებს, რომლებიც დროდადრო შეიძლება დაინფიცირდნენ (არაკეთილსაიმედო ადგილებში მოგზაურობისას), რეკომენდებულია მიეცეთ დოგსილანი გამგზავრებამდე, ხოლო თუ ძაღლი ერთი თვის განმავლობაში რჩება არაკეთილსაიმედო ადგილებში, პრეპარატი უნდა განმეორდეს პირველი მიღებიდან ერთი თვის შემდეგ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი დაინფიცირდა კოღოს ნაკბენით მკურნალობა უნდა ჩატარდეს პირველი 30-45 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები და გართულებები ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ არის გამოვლენილი.

სიფრთხილის ზომები: დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება დასუსტებულ ცხოველებზე, ლეკვებზე (დაბადებიდან  პირველი ორი კვირა) და მაკეობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტებზე ინდივიდუალური ჰიპერმგრძობელობა.  ალერგიული რეაქციის გამოვლენიდან უმალ მიმართავენ მადესენსი­ბილიზირებელ თერაპიას.

ურთიერთქმედება სხვა სამკუნალო საშუალებებთან: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ლევამიზოლთან, პიპერაზინთან, მორანტელთან, ფოსფორორგანულ ნაერთებთან ერთად.

პრეპარატი თავსებადია ვიტამინებთან და საკვებ დანამატებთან, რომლებიც გამოიყენება ძაღლებისთვის.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 15-30 ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი ქვეყანა: შპსბიოტეკსი საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8


დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ