აპიდარ-მიქსი (Apidar - Mix)
ფუტკრის ვიტამინურ-ამინომჟავური კომპლექსი
ფუტკრის ოჯახების გასაძლიერებლი და პროდუქტიულობის ასამაღლებლი საშუალება
პროდუქტის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები, გამოიყენება მეფუტკრეობაში
სამიზნე სახეობა: ფუტკარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფუტკრის საკვები
შემადგენლობა: 1 გ ფხვნილი შეიცავს:
ქარვის მჟავას 5-10%, ასკორბინის მჟავას 5-10%, ზღვის მარილს 1-1,5%, ნივრის ექსტრაქტს 5-10%
დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა 100 %-მდე.
აღწერილობა: მოთეთრო-ყვითელი ფერის ფხვნილი
გამოშვების ფორმა: 40 გ ჰერმეტულად დახურული ვერცხლისფერი სამშრიანი პოლიეთილენის პაკეტები
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატის შეამდგენლობაში შემავალი ნივთიერებები ავლენენ ანტიტოქსიკურ, მასტიმულირებელ მოქმედებას.
საკვები გამოიყენება არასაკმარისი ყვავილის მტვრის ან ჭეოს მარაგის შემთხვევაში ფუტკრის ოჯახების გასაძლიერებლად, ზრდა-განვითარებისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად, ზრდის ფუტკრის ოჯახების რეზისტენტობას, არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ. ამცირებს მანანა თაფლითა და შხამქიმიკატებით გამოწვეულ ტოქსიკოზებს.
გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენება გაზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს.
40 გ აპიდარ მიქსი იხსნება თბილ (35-40°С) 10ლ შაქრის სიროფში (1:1) განზავებული.
მომზადებულ სიროფს ათავსებენ ზედა საკვებურებში 500–1000 მლ-ის ოდენობით ერთ ფუტკრის ოჯახზე (სიძლიერის გათვალისწინებით), 3-ჯერადად, 5-7 დღის ინტერვალით.
განსაკუთრებული მითითებები
თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებსა და ცხოველებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას ტემპერატურით 0 °ჩ დან 25-°ჩ-მდე.
მოქმედების ვადა: 3 წელი მომზადების დღიდან.
მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო