ოქსი-ჯეტ 100 (OXY-JET 100)
Oxytetracycline hydrochloride
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი
ATC vet-code: QJ01AA06
სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ძაღლი.
შემადგენლობა
1მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 100მგ;
აღწერა: ყავისფერი გამჭვირვალე ხსნარი დამახასიათებელი სუნით
გამოშვების ფორმა: 10მლ ყავისფერ მინის ფლაკონში, ჰერმეტულად დახუფული საცობით და შემოგარსული ალუმინის ჩაჩით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიტეტრაციკლინი არის ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედებით, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობების, რიკეციების და ზოგიერთი მსხვილი ვირუსების მიმართ. ის ეფექტურია გრამდადებითი აერობების(Bacillus spp., Corynebacterium spp., Erysipelothrix rhusiopathiae, Listeria monocytogenes da Streptococcus spp.) გრამუარყოფითი ბაქტერიების (Actinobacillus spp., Bordetella spp., Francisella tularensis, Haemophilus spp., Pasteurella multocida, Yersinia spp., Campylobacter fetus, Borrelia spp. da Leptospira spp.), ანაერობების (Actinomyces spp., Fusobacterium spp.) და da Micoplazma sp.,, Chlamidia sp., Ehrlichia sp., Coxiella burnetii, Anaplasma-ს მიმართ.
მისი ეფექტურობა ცვალებადია სტაფილოკოკის, ენტეროკოკის, ენტერობაქტერიის, ნაწლავის ჩხირის, კლებსიელას, პროტეუსის, სალმონელას, ბაქტეროიდის და კლოსტრიდიის წინააღმდეგ შეძენილი მდგრადობის გამო.
ოქსიტეტრაციკლინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ბაქტერიების უჯრედების პროტეინის სინთეზის ბლოკირებას. პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, სისხლში მოხვედრის შემდეგ უკავშირდება პლაზმის პროტეინებს 20-40%-ით. აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში, განსაკუთრებით ღვიძლში, თირკმელსა და ფილტვებში. ინექციის დროს მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 30წთ-ში შეყვანის შემდეგ. თერაპიული დონე გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიდევნება შარდთან და ნაღველთან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
”ოქსი-ჯეტ 100”-ის საინექციო ხსნარი გამოიყენება ძროხების, ცხვრების, თხების, ღორის სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და შარდ-სასქესო სისტემის სისტემური და ადგილობრივი ინფექციების (მათ შორის თურქულის, პასტერელოზის, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, ღორის წითელი ქარის, არავირუსული ეტიოლოგიის პნევმონის, ბრონქოპნევმონის, გასტროენტეროკოლიტის, მასტიტის, ენდომეტრიტის, ვაგინიტის, ინფექციური აბორტის, ქლამიდიოზის, კანის, რბილი ქსოვილების ინფექციების და სხვა ბაქტერიული ინფექციური დაავადებების) სამკურნალოდ, რომლთა აღმძვრელიც მგრძნობიარეა ოქსიტეტრაციკლინის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზები
მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს, ღორს: პრაქტიკული დოზა: კუნთში, 1,0 მლ/10კგ ც.წ-ზე (ფარმ. დოზა – 10 მგ/კგ ც.წ-ზე), დღეში ერთჯერ, 5 დღის განმავლობაში
თუ პრეპარატი მიიღება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის 20მლ, ღორისათვის 10 მლ, ხოლო ცხვარი, თხა და ხბოსთვის 5მლ მეტი მოცულობით, ინექციები უნდა ჩატარდეს რამოდენიმე წერტილში. მაღალი დოზების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა, თანაბრად იქნეს გაყოფილი შესაყვანი პრეპარატის რაოდენობა და სხვადასხვა ადგილას გაკეთდეს. ინექციის ადგილი კარგად უნდა დაიზილოს.
გვერდითი მოვლენები
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება.
ინექციის ადგილზე იშვიათად, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება.
შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ”ოქსი-ჯეტ 100”-ის ვენაში სწრაფად ინექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა კოლაფსი ყველა სახის ცხოველში.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქციის ან ანაფილაქსური შოკის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა გამოყენებულ იქნას ადრენალინი, გლუკოკორტიკოიდები და ანტიჰისტამინური პრეპარატები.
დაყოვნების პერიოდი
ცხოველთა სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 22 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულ ცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად თერმული დამუშავების შემდეგ ან ხორცისა და ძვლის ფქვილის საწარმოებლად.
აკრძალულია რძეს საკვებად გამოყენება მკურნალობის პერიოდში და პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 8 დღის განმავლობაში. ასეთი რძე თერმული დამუშავების შემდეგ ცხოველების საკვებად გამოიყენება.
უკუჩვენებები
იკრძალება მისი გამოყენება ცხოველებში (ცხენი, ძაღლი და კატა), რომელთაც ახასიათებთ ინდივიდუალური მგრძნობელობა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ან გააჩნიათ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა; არასასურველია დაენიშნოს მაკე ცხოველებს; ახალგაზრდა ცხოველებს კბილების ზრდის პერიოდში; კორტიკოსტეროიდებთან და ესტროგენებთან კომბინაცია ძირითადი გაფრთხილება
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
თუ ფლაკონი ღია მდგომარეობაშია ხსნარი შეიძლება გამუქდეს, რაც პრეპარატის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ადგილას 15-25°ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი
მწარმოებელი ქვეყანა: შპს ”ბიოტეკსი,” საქართველო