წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება, ანტიკოქციდიური პრეპარატი.
სამიზნე სახეობა: ფრინველი.
მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ამპროლიუმის ჰიდროქლორიდს 200 მგ.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მსხვილი და ბრმა ნაწლავის კოქციდიოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამოწვეულია ქათმებში - EE. tenella, E. necatrix, E. acervulina, E. maxima, E. brunette–თი და ინდაურებში - E. adenoides, E. meleagridis, E. dispersa–Ti.
გამოშვების ფორმა: 100მლ, 500მლ ფლაკონში და 1ლ პოლიეთილენის ბოთლში.
გამოყენების წესი და დოზები
ფარმაკოლოგიური დოზა: ფრინველებისთვის 40მგ/კგ ც.წ-ზე.
პრაქტიკული დოზა: სამკურნალოდ 60მლ ამპროვილი იხსნება 50ლ სასმელ წყალში და ეძლევა 7 დღის განმავლობაში ამ დოზის ნახევარი უნდა გაგრძელდეს შემდეგი 7 დღე.
დიდი ჯგუფის დამუშავებისას 300 მლ ამპროვილის ხსნარი იხსნება 1ტ სასმელ წყალზე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.